მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მეოთხე ადგილი უნდა გავიმყაროთ, დიბალა “ინტერთან” ითამაშებს”

ალეგრი: “მეოთხე ადგილი უნდა გავიმყაროთ, დიბალა “ინტერთან” ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პაულო დიბალა ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც ალექს სანდრო.

„ვნახოთ გუნდი როგორ კონდიციაში იქნება. კიელინი კარგადაა, რომელიც მანამდე დაგვიბრუნდა. ბონუჩი სათადარიგო სკამზე იქნება, მაგრამ ის დაბრუნდა. ზაკარიაც გამოჯანმრთელდა, ისევე, როგორც ალექს სანდრო. ალექს სანდრო ძირითადში იქნება, ზაკარიას შემთხვევაში ჯერ არ გადამიწყვეტია. ბერნარდესკი უკეთაა და შეიძლება ძირითადში ისიც იყოს.

მოდით ეჭვები გავაქროთ: ხვალ დიბალა ითამაშებს. გვქონდა დისკუსია კლუბთან, მე ჩემი იდეები ვუთხარი, კლუბმა მისი. შემდეგ ვიპოვეთ საერთო ენა. არ მგონია, ეს იყოს პირველი შემთხვევა, როცა ფეხბურთელი კლუბს იცვლის. მის გარდა, სხვებიც არიან, რომელთაც კონტრაქტები ეწურებათ, ახლა ჩვენ კონცენტრირებული სეზონის ფინალურ ნაწილზე უნდა ვიყოთ.

ასეთ მატჩებში ფავორიტის დასახელება რთულია. ხვალ ფეხბურთის მოყვარულთათვის ლამაზი საღამო იქნება. უნდა გავაგრძელოთ ის გზა, რომელსაც მივყვებით და მეოთხე ადგილი უნდა გავიმყაროთ. ინძაგისთან დაპირისპირება? მას მშრალ მატჩებში ჩემთან დაპირისპირებებში უფრო უმართლებდა, ახლა ვიმედოვნებ, რომ მე უფრო გამიმართლებს. თუ ხვალ „ინტერი“ წააგებს სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოშორდება? ჩვენ იმისთვის არ ვთამაშობთ, რომ „ინტერმა“ წააგოს, ჩვენ ჩვენი გამარჯვებისთვის ვთამაშობთ.

დანილო ნახევარდაცვაში? ჯერ არ ვიცი, როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანილო ნახევარდაცვაში ითამაშებს. ხვალ სასტარტოს მიღმა ვიღაცის დატოვება სამწუხარო იქნება. მორატა და კუადრადო ორივე ძირითადში? ხვალინდელი ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა შეუძლებელია.

ტევესი „ალიანც სთედიუმზე“? მოხარული ვარ, რომ ხვალ საღამოს მას ვნახავ. ის საოცარი მოთამაშე იყო „იუვენტუსისთვის“ და მსოფლიო ფეხბურთისთვის. ის იყო ჩემპიონი. მე ვავარჯიშებდი ბევრ ჩემპიონს და როცა მათ წლების შემდეგ ვხვდები, ყოველთვის ბედნიერი ვარ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 3 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …