მთავარი / სიახლეები / “იუვემ” სერია A-ში წაუგებელი სერია შეწყვიტა

“იუვემ” სერია A-ში წაუგებელი სერია შეწყვიტა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია (12 მოგება, 4 ფრე) შეწყვიტა და ეს „დიდ იტალიურ დერბიში“ მოხდა.

2 წლის შემდეგ პირველად ბოლომდე შეივსო „ალიანც სთედიუმი“, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თავის ქომაგებს იმედი გაუცრუვა, რადგან დაუძინებელ მტერთან 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად წააგო შინ და თან სკუდეტოსთვის ბრძოლას საბოლოოდ ჩამოშორდა. ამიერიდან, სკუდეტოზე ვერცერთი „იუვენტინო“ ვერ იფიქრებს. უფრო მეტი საფიქრალი მეოთხე ადგილს უკავშირდება, რადგან შესანიშნავ ფორმაში მყოფი „რომა“ მხოლოდ 5 ქულითაა უკან და გამორიცხული არაფერია.

„იუვენტუსი“ „ინტერთან“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა, აბსოლუტურად ყველა კომპონენტში, ორჯერ ბურთი ძელსაც მოხვდა, ჯერ ჯორჯო კიელინიმ მოახერხა და ლამის კარის ხაზიდან ვერ გაიტანა, მერე დენის ზაკარიას გარღვევა არ დაგვირგვინდა გოლით. იყო სხვა უამრავი რეალური მომენტიც. „ინტერმა“ კი კარში ერთხელ დაარტყა და გაიტანა. ეს პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ გააკეთა, რომელმაც ვოიცეხ შჩესნის პენალტი მეორე ცდაზე გაუტანა. მეორე ცდაზე იმიტომ, რომ პირველი პოლონელმა მოიგერია, მაგრამ მსაჯმა პენალტი გაამეორებინა, რადგან მატაის დე ლიხტი დარტყმამდე ადრე აღმოჩნდა საჯარიმოში.

„იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი 9 აპრილს, სტუმრად „კალიარისთან“ გამართავს.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 0:1 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო (დე შილიო 73); ლოკატელი (ზაკარია 34), რაბიო (არტური 85); კუადრადო (ბერნარდესკი 85), დიბალა, მორატა (კინი 73); ვლაჰოვიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, ბასტონი; დუმფრისი (დარმიანი 59), ბარელა, ბროზოვიჩი (გალიარდინი 78), ჩალჰანოღლუ (ვიდალი 78), პერიშიჩი; ჯეკო (გოსენსი 90), ლაუტარო მარტინესი (კორეა 59)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლი: 0:1 ჩალჰანოღლუ (45, პენ)

გაფრთხილება: რაბიო (15), ლოკატელი (27), კუადრადო (45) – ლაუტარო მარტინესი (2), შკრინიარი (45), პერიშიჩი (75), ჩალჰანოღლუ (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (5) – 5 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …