მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “იუვეში” კიდევ 3 სეზონი დავრჩები”

ალეგრი: “იუვეში” კიდევ 3 სეზონი დავრჩები”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ფინალში გასვლა მათი მიზანი იყო და ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა.

„ფიორენტინასთან“ მოგება ადვილი არ იყო, მაგრამ დაცვაში შესანიშნავად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ბერნარდესკიმ, რაბიომ, ზაკარიამ და დანილომ ტექნიკურად და ფიზიკურად ძალიან კარგად ითამაშეს. რაბიომ გაუქმებული გოლის გარდა, ძალიან კარგად ითამაშა, ის იზრდება თამაშის წაკითხვის კუთხითაც. ბიჭებს უნდა მივულოცო, რადგან ფინალში გასვლა ჩვენი მიზანი იყო. მარტივი არ გახლდათ, რადგან მჭიდრო კალენდარი გვქონდა. ყველაზე კარგი ისაა, რომ გუნდურად მოვიგეთ, ვინც შეცვლაზე ითამაშა და ვინც ძირითადში იყო, ყველამ შეიტანა წვლილი. ახლა თასი გვერდზე უნდა გადავდოთ, ენერგია აღვიდგინოთ, რადგან პრაქტიკულად 4 თვეა ერთი და იგივე ფეხბურთელები თამაშობენ.

ვიქნები თუ არა „იუვეში“ მომდევნო სეზონშიც? მომდევნო 3 სეზონი ისევ „იუვეში“ ვიქნები. აქ ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო და ძალიან ვწუხვარ, რომ „ინტერთან“ პირდაპირი თამაში წავაგეთ, შეიძლება ითქვას, სერია A-ში ჩვენი სეზონის ბედი გადაწყვიტა.

კრიტიკა? ლაპო ელკანი ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარია, მას ხშირად ვუსმენ და ნორმალურია, რომ როცა „იუვე“ ვერ იგებს, ამას ცუდად იღებენ, პირველ რიგში მე. ვინც „იუვენტუსშია“ ყოველთვის უნდა იბრძოლოს გამარჯვებისთვის. მომდევნო სეზონში არცერთი სანტიმეტრი არ უნდა დავთმოთ, შეუძლებელია ყოველთვის გამარჯვება, მაგრამ ასევე შეუძლებელია ყოველთვის წაგება. „ბოლონიასთან“ ბევრი მომენტის მიუხედავად ვერ მოვიგეთ, დღეს კი დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, რაც „ბოლონიასთან“ გვაკლდა.

ვლაჰოვიჩი ბევრს მუშაობს. სამი თვეა „იუვენტუსშია“, ცოტათი ვარდნის პერიოდი აქვს, მაგრამ მან ამ პერიოდში ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა. თავიდან ძლიერი იყო, ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშობდა. ის მშვიდად უნდა იყოს, 22 წლისაა, ძლიერია, მაგრამ გამოცდილება აკლია. შესაბამის სიმწიფეს დროთა განმავლობაში მიაღწევს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში 11 მაისს, რომში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …