მთავარი / სიახლეები / პერინი: “ამ მაისურით ტიტულებისთვის ბრძოლა ფასდაუდებელია”

პერინი: “ამ მაისურით ტიტულებისთვის ბრძოლა ფასდაუდებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა „ფიორენტინასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ თამაშობს, „იუვეში“ თამაში მისთვის ფასდაუდებელია.

„სოლიდური მატჩი ჩავატარეთ, როგორც პირველ შეხვედრაში და როცა მიზანს აღწევ და ფინალში გადიხარ, სასიხარულოა. კრიტიკა, რომელიც „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ მივიღეთ, სპორტის ნაწილია და კარგად უნდა გავითავისოთ და ბალანსი შევინარჩუნოთ.

ახლა ფინალს „ინტერთან“ ვითამაშეთ და სუპერთასისთვის შურისძიებას ვეცდებით. ბედნიერი ვარ, თუნდაც ბევრი თამაშის ჩატარება არ მიწევდეს, ამ მაისურით ტიტულებისთვის ბრძოლა ფასდაუდებელია“, – თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში 11 მაისს, რომში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …