მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ვლაჰოვიჩის რონალდუსთან შედარება არ შეიძლება”

ალეგრი: “ვლაჰოვიჩის რონალდუსთან შედარება არ შეიძლება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ მატჩის (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ვლაჰოვიჩი ისეთი თვისებების ფეხბურთელია, რომლის მსგავსი იანვრამდე გუნდში არ გვყავდა. კარგად ვითამაშეთ, ვიცოით, რომ „ემპოლისთან“ რთული იქნებოდა და ფაქტობრივად 3:1 საკმარისი არ იყო. თავდადებით ვითამაშეთ, ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. კინით კმაყოფილი ვარ და იმ ენთუზიაზმით, რომელიც გვქონდა. თითო ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ბურთის ფლობაში მოსამატებელი გვაქვს, მაგრამ სულისკვეთება მომეწონა.

ასეთ ვლაჰოვიჩს ველოდი, იბრძვის და უნდა გამარჯვება, სწავლა სურს. მას მომატებისთვის საკმარისი პოტენციალი აქვს. რონალდუსთან შედარება? კრიშტიანუს საოცარი კარიერა აქვს, ამიტომ, ჯერ რონალდუსთან მისი შედარება არ შეიძლება. უმაღლეს დონეზე რომ დარჩე, წარმოუდგენელი ძალაა საჭირო, ერთი თამაში არ კმარა, რომ ასეთი გახდე, დუშანმა კარიერა მხოლოდ ახლა დაიწყო. კინს კარიდან ზურგით თამაში უჭირს, მაგრამ ფლანგზე კარგია. მორატამ მას ვლაჰოვიჩს კარგი პასი მისცა. მარტივია, უბრალოდ, ფეხბურთელები სწორ პოზიციაზე უნდა დააყენო, მაგრამ ვლაჰოვიჩამდე ამის შესაძლებლობა არ გვქონდა.

სკუდეტო? მინიმუმ 84-85 ქულაა საჭირო, ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა და ჩვენი კონკურენტები „ატალანტა“, „ლაციო“ და „ფიორენტინა“ არიან. წინ მყოფი სამი გუნდი კი სკუდეტოსთვის იბრძოლებს. ახლა თასის ნახევარფინალი გვაქვს, კარგი თამაში იქნება. ბევრი მატჩი ჩავატარეთ მოკლე დროში და ეს ფიზიკურად რთულად დაგვიჯდა, ამიტომ, დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

შჩესნის სულიერი მდგომარეობა? ცოტაა სათქმელი, მხოლოდ ძალიან სამწუხაროა გაქცეული ოჯახების ყურება. ომი არ უნდა იყოს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს იტალიის თასზე 2 მარტს „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს, ხოლო 6 მარტს, სერია A-ს მომდევნო ტურში „სპეციასთან“ საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “ვერ ვიგებ, რატომ უჭირს “იუვეს” პატარა გუნდებთან თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უჭირს „იუვეს“ …

“იუვენტუსის” წლიური ანგარიში და სარეკორდო ოდენობის ზარალი

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა. …