ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გენუის „სამპდორიასთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ალვარო მორატას და პაულო დიბალას ტრავმები სერიოზულია და მომდევნო ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
„ვთქვათ, რომ გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, მაგრამ გოლი ჯერ კუთხურიდან გავუშვით, მერე კი ბურთი საჯარიმოსთან დაიკარგა და მივიღეთ მეორე გოლი. ეს შეიძლება მოხდეს. გოლების გატანა და თამაშის ადრე დახურვა გვჭირდებოდა. ბენტანკურს ჰქონდა 4:1-ის შანსი, მაგრამ ბედნიერები ვართ, რადგან სახლში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, ზედიზედ მეორე სეზონში ახლა „ჩელსისთან“ მატჩისთვის მშვიდად მოვემზადებით.
დიბალას და მორატას ტრავმები? დანამდვილებით არ იქნებიან „ჩელსისთან“ და „ტორინოსთან“. შემდეგ სანაკრებო შესვენებაა და ვიმედოვნებთ, რომ პაუზის მერე დაგვიბრუნებიდან. ესეც სეზონის შემადგენელი ნაწილია. ახლა ეს ჩვენ დაგვემართა, მოგვიანებით, შეიძლება ეს სხვა გუნდებს დაემართოს.
კიელინი და რემზი მოედანზე შევუშვი, რადგან ლოკატელი და ბენტანკური დაღლილნი ჩანდნენ, სჭირდებოდათ ნახევარდაცვაში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი და მერე სამკაციანი დაცვით უფრო მეტად შეგვეძლო პრესინგი. არ ვიცი რა ხდებოდა აქ იმ წლებში, როცა მე არ ვიყავი, მაგრამ ვიცი, რომ ახლა კარგად ვმუშაობთ, ვიცი, რომ დღეს იყო მატჩი, რომელშიც 20 წუთის შემდეგ შეგვეძლო 3:0 წინ გავსულიყავით. ეს ფაქტია, გუნდმა ბევრად მეტი მომენტი შექმნა, ვიდრე სხვა მატჩებში და ლა სპეციაშით ბევრი მომენტი გვქონდა. ნორმალურია, რმო 20 წუთში 3:0 რომ წაგვეყვანა, თამაში დაიხურებოდა, ეს ცვლილებების და ცოტა ამოსუნთქვის საშუალებასაც მოგვცემდა, რადგან ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ, ვკარგავთ უამრავ ფიზიკურ და მენტალურ ენერგიას. „სპეციასთან“ მძიმედ მოვიგეთ, ახლაც, მაგრამ ეს იყო სახლში პირველი გამარჯვება და ეს მომენტი უნდა გადავლახოთ. არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ 90 წუთის განმავლობაშ დომინანტები ვიქნებით, თავიც კარგად უნდა დავიცვათ და ეს დღეს კარგად გავაკეთეთ.
წარსულში „იუვე“ ასეთ გოლებს არ უშვებდა? მშრალად შენახული კარის მნიშვნელობის გარდა, ფეხბურთი ყოველთვის 2:2, 3:2 არ დასრულდება… უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ გოლი არ გავუშვათ. ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთ სიტუაციებში და მეტი ვიმუშაოთ. ბონუჩი და ალექს სანდრო პირველ გოლზე შეცდნენ და ეს ძვირად გვიჯდება. თუმცა, მთავარი გამარჯვება იყო“, – თქვა ალეგრიმ”, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 8 ქულა აქვს და მომდევნო ტურში სტუმრად „ტორინოს“ შეხვდება, ხოლო შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს.