მთავარი / სიახლეები / “ალეგრი დამნაშავეა, მაგრამ მთავარი დამნაშავე სხვა არის, მან ბევრი შეცდომა დაუშვა”

“ალეგრი დამნაშავეა, მაგრამ მთავარი დამნაშავე სხვა არის, მან ბევრი შეცდომა დაუშვა”

იტალიელი ჟურნალისტი მიკელე კრიშიტიელო „იუვენტუსს“ კრიზისს ვრცელი წერილით გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, ამ სიტუაციამდე ტურინული კლუბი ერთადერთმა ადამიანმა მიიყვანა – ანდრეა ანიელიმ.

როგორც ის წერს, მასიმილიანო ალეგრი დამნაშავეა, მაგრამ მთავარი დამნაშავეები ანიელი და მის მიერ შერჩეული არაკომპეტენტური მენეჯერები არიან, რომლებიც „იუვეს“ მართავენ.

„ანდრეა ანიელის ციკლი „იუვენტუსში“ სამი წლის წინ დასრულდა და პრეზიდენტს შეგვიძლია ათასი მადლობა ვუთხრათ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის სათავეში და თითქმის ევროპის მწვერვალზეც დააბრუნა. თუმცა, ფეხბურთში ციკლები, როგორც იწყება, ისე სრულდება. ვინც ამას დროულად მიხვდება, კარგია.

ანიელიმ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში და კლუბმა ლიდერობა დაკარგა. ადვილი სათქმელია მაროტას გათავისუფლება და ასეცაა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. კონტე და მაროტა, ორი ტოპმოთამაშე სათადარიგო სკამსა და მაგიდის მიღმა. პრეზიდენტმა თავიდან ზუსტად შეარჩია მენეჯერები, შექმნა ციკლი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი არასწორად გააკეთა. მაროტას გაშვება და მისი შეცვლა ნამდვილი სიგიჟე იყო, „ინტერში“ გაშვება ნამდვილი ავტოგოლი. ანიელი ყველა ნაბიჯში შეცდა. სუპერლიგის ნაბიჯიც სიგიჟე იყო, რის გამოც ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი დაკარგა, ეს უპრეცედენტო სისულელეა. გარდა ამისა, არის ტექნიკური ასპექტი: არასწორად შერჩეული მწვრთნელების მთელი სერია. სარის აყვანა და მისი სამუშაო პირობებში არჩაყენება, პირლოზე აქცენტიც თავიდანვე განწირული სვლა იყო. ალეგრის უკან დაბრუნება 4-წლიანი კონტრაქტით და 9 მილიონიანი ხელფასით. დამნაშავე ალეგრი არ არის, რომელიც პრესკონფერენციაზე გამოდის და როცა ეკითხებიან გადადგომაზე, ურცხვად იცინის, ყველას ასულელებს. იმიტომ, რომ მას აქვს 3-წლიანი კონტრაქტი და ამ ხელფასით ნებისმიერი ხელმძღვანელობის დაჩოქებას შეძლებს, თუნდაც „იუვე“ ერქვას. მათ ალეგრის კომპანიის გასაღები მისცეს. სიგიჟეა. თუნდაც, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი იყო, ბრძანებებს პრეზიდენტი უნდა იძლეოდეს და არა მწვრთნელი ან დირექტორი, მითუმეტეს „იუვენტუსში“. ანიელიმ ყველა მენეჯერიც შეცდომით შეარჩია.

პარატიჩის დაწინაურება ძალიან ნაადრევი იყო იმ პოზიციაზე, რომელიც მისი არ იყო. ნედვედი მარჯვენა ხელია, მაგრამ ყველაზე ცუდი, რომლის შერჩევა ოდესმე შეიძლებოდა. ნედვედს არ აქვს „ბიანკონერის“ სტილი და დნმ. გარდა ამისა, მალდინისგან განსხვავებით ტექნიკური კომპეტენციაც აკლია. კერუბინი, პარატიჩის მოადგილე იყო და მას შეუძლია „იუვენტუსის“ მეორე გუნდის, პრიმავერას ჩამოყალიბება, სკაუტინგი, მაგრამ არ შეიძლება „იუვენტუსის“ პირველი გუნდის სპორტული დირექტორი იყოს. „იუვენტუსმა“ ყველაფერი არასწორად გააკეთა და ალეგრი დამნაშავეა, მაგრამ არა ისეთი დამნაშავე, როგორც ანიელი და მისი მენეჯერები“, – წერს კრიშიტიელო.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …