მთავარი / სიახლეები / იტალიელი ჟურნალისტი: “იუვე” და მისი ფანები ალეგრის ტყვეები არიან”

იტალიელი ჟურნალისტი: “იუვე” და მისი ფანები ალეგრის ტყვეები არიან”

Tuttosport-ის დირექტორმა გუიდო ვაჩაგომ დაწერა, რომ ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა და გულშემატკივრებიც მასიმილიანო ალეგრის ტყვეები არიან.

რგოროც ის წერს, კლუბს არ შეუძლია ალეგრის გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ იტალიელის ხელფასი ძალიან მაღალია და „იუვეს“ მისი გაშვების შემთხვევაში კომპენსაციის გადახდის რესურსი არ გააჩნია.

„ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ „სალერნიტანასა“ და „ბენფიკასთან“ უმწეო და რბილ მატჩებს სულ რაღაც ერთ კვირაში გუნდში სიბრაზე გამოეწვია. ალეგრისთვის ერთი წლის წინ მინდობილი ტექნიკური და ეკონომიკური პროექტი დღეს ძნელი დასაშლელია მენეჯმენტის მიერ, რომელიც გულშემატკივრებთან ერთად მწვრთნელის ტყვეები არიან, რადგან, რომც გინდოდეს, ადვილი არ არის მწვრთნელის შეცვლა, რომელსაც ამხელა ხელფასი აქვს“, – დაწერა ვაჩაგომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …