მთავარი / სიახლეები / სერია A / დი მარია: “წაგება მხოლოდ ჩემი ბრალია, ძალიან ვწუხვარ”

დი მარია: “წაგება მხოლოდ ჩემი ბრალია, ძალიან ვწუხვარ”

ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო ბოდიში მოიხადა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გუნდი დააღალატა და წაგება მხოლოდ მისი ბრალია.

„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას ამ არაადეკვატური რეაქციისთვის, რომელიც მოედანზე მქონდა. ჩემპიონატის ასეთ რთულ დღეებში გუნდი კაცნაკლული დავტოვე, თამაშში, რომელიც წავაგეთ. წაგება მარტო ჩემი ბრალია. ძალიან ვწუხვარ. პროფესიონალი ვარ, მაგრამ ასევე ადამიანი, რომელიც შეცდომებს უშვებს და მისი აღიარებაც იცის“, – დაწერა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა (4 ფრე, 3 წაგება) და როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე კატასტროფულ ვითარებაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …