ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გამარჯვებით და გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„ლოკატელი საჯარიმოში კარგად ჩაერთო, მას ბევრი უნარი აქვს მომატებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოუმატა და რეჯისტას პოზიციაზე კარგად თამაშობს. ის ძალიან კარგია და ტექნიკას აქვს.
კიეზამ კარგად ითამაშა თავდამსხმელის პოზიციაზე, შეგვეძლო კარგი „ტორინოს“ წინააღმდეგ უფრო მეტი მომენტის შექმნა. კაიო ჟორჟე კარგად შემოვიდა, ბურთს ორჯერ შეეხო, მაგრამ ყურადღებით თამაშობდა. ისევე, როგორც კულუშევსკი კარგად ჩაერთო თამაშში.
ვიპოვეთ გუნდური სული და ვაცნობიერებთ, რომ როცა დაცვაა საჭირო, თავი უნდა დავიცვათ. შეგვეძლო გოლი მანამდე გაგვეტანა და რომ ვერ მოგვეგო, ძალიან დამწუხრებული ვიქნებოდი. კინი? კარგად ითამაშა, ორი-სამი დაკარგული ბურთის გარდა. შექმნა კარგი სიტუაციები, კარგად უტევდა კარს, მაგრამ ინდივიდუალური ტექნიკა უნდა გააუმჯობესოს. დე ლიხტი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ძალიან გაიზარდა და არ დაგვავიწყდეს, რომ სხვა ფეხბურთიდან მოდის. უფრო მონდომებულია და მას აქვს უპირატესობა, ისეთ ხალხთან ერთად ითამაშოს, როგორებიც კიელინი და ბონუჩია, ორი დიდი ფეხბურთელი. ლეონარდო ძალიან გაიზარდა გუნდის წინაშე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლა შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „რომასთან“ გამართავს.