მთავარი / სიახლეები / სერია A / ლოკატელი: “იუვე” წარმოუდგენელი მეგობრების გუნდია”

ლოკატელი: “იუვე” წარმოუდგენელი მეგობრების გუნდია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ტორინოსთან“ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ბედნიერია, განსაკუთრებით მისი ოჯახის გამო, რომელშიც ყველა იუვენტინოა.

„გოლის შემდეგ ჯორჯონემ თავი ჩამარტყა და დარწმუნებული ვარ, ხვალ სისხლჩაქცევა მექნება (იცინის). ჩვენ წარმოუდგენელი მეგობრების ჯგუფი ვართ, ძალიან კარგად მიმიღეს და ეს არის ნამდვილი ადამიანების გუნდი, ყველა თავმდაბალია. დერბის მოგება ძლიერი ემოციაა, ძალიან სასიამოვნო.

მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, რადგან ეს იყო დერბი და ასევე სატურნირო ცხრილისთვის. ახლა სანაკრებო პაუზაა და შემდეგ კიდევ უფრო მშიერები დავბრუნდებით.

ალეგრი? ის ჩემგან ბევრს ითხოვს და ყველაფერს ვაკეთებ მომატებისთვის. გოლის მომენტში სივრცე იყო, კიეზამ დმაინახა, შესანიშნავი იყო, დავარტყი და გავიტანე. აქ სხვა თამაში და სხვა ფილოსოფიაა „სასუოლოსთან“ შედარებით, ყოველთვის უნდა გაიმარჯვო და აქ ამისთვის ვარ. გოლი ჩემს ოჯახს ეძღვნება, ეს არის ჩემი საიდუმლო. ყველა იუვენტინოები არიან და შესაბამისად, ბედნიერები არიან“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „რომასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …