ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ იტალიის თასის ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ უტიტულოდ დარჩენის ბრაზი მომდევნო სეზონის განმავლობაში არ უნდა დაივიწყონ, რათა გამარჯვების გზას დაუბრუნდნენ.
„რატომ გამაძევეს? „ინტერის“ მხრიდან ვიღაც მოვიდა დამარტყა, მეც ვუპასუხე და მსაჯმა დამინახა და სამართლიანად გამაძევა. ამას არაფერი შეუცვლია, „ინტერს“ უნდა მივულოცოთ.
სეზონი უტიტულოდ დავასრულეთ და ეს გაბრაზება მთელი მომდევნო სეზონი უნდა ვატაროთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. გუნდმა კარგად ითამაშა, ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადო. კარგად დავაქამბექეთ და შეგვეძლო ტურინში განცდილი მარცხისთვის რევანში, მაგრამ სამწუხაროდ, საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ.
„ინტერმა“ ძალიან კარგად ითამაშა და მსაჯობაც კარგი იყო. ახლა სეზონის ბოლო ორი თამაში კარგად უნდა ჩავატაროთ და მომდევნო სეზონში ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. გუნდმა 70 წუთის განმავლობაში კარგად ითამაშა, შემდეგ მომიწია ცვლილებების გაკეთება, რადგან ბიჭები დაიღალნენ“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2011 წლის შემდეგ პირველად დაასრულა სეზონი ტიტულის გარეშე. „იუვე“ მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, შინ „ლაციოსთან“ ჩაატარებს.