ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ ადვოკატ მატია გრასანისთან ირონიულად ისაუბრა, რამაც მთელი იტალიის ყურადღება მიიქცია.
საქმე ისაა, რომ გრასანი „ნაპოლის“ ადვოკატია, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე „იუვენტუსის“ შესახებ ყოველთვის პესიმისტურად საუბრობს. ის ალეგრისთან შეკითხვის დასასმელად DAZN-ის სტუდიაში იყო, მაგრამ ალეგრიმ მას საუბრის საშუალება არ მისცა, როცა თქვა:
„ადვოკატო, მართლაც მშვენიერი ჰალსტუხი გიკეთიათ, ცისფერი, გიხდებათ ცისფერი ჰალსტუხი“, – უთხრა ალეგრიმ.
მოგეხსენებათ, „ცისფერი“ „ნაპოლის“ ფერია და მაქსმა სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი. ნიშანდობლივია, რომ შემდეგ გრასანი ტელეკომპანია Rai-ს ეთერში ჩაერთო, სადაც სხვა ჰალსტუხი ეკეთა, ამჯერად შავი ფერის…