მთავარი / სიახლეები / ალეგრისთვის მომდევნო 3 თვე გადამწყვეტი იქნება

ალეგრისთვის მომდევნო 3 თვე გადამწყვეტი იქნება

მასიმილიანო ალეგრისთვის სეზონის მომდევნო 3 თვე გადამწყვეტი იქნება. კლუბს მოედანს მიღმა პრობლემები აქვს და არავინ იცის, რა იქნება მომდევნო სეზონში, მაგრამ ამ სეზონის დასრულება მაინც ამაღლებულ ნოტაზე სურთ.

კლუბის მიზანია ევროპა ლიგაზე წარმატებული გამოსვლა და მის მოსაგებად ბრძოლა, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ერთადერთი გზაა, გარდა ამისა, მიზანია იტალიის თასის მოგება.

ცნობილია, რომ მომდევნო სეზონში „იუვეს“ ვარსკვლავური შემადგენლობა არ ეყოლება და ალეგრი აქამდე პროექტის ცენტრში იყო, მაგრამ „ნანტთან“ შემაშფოთებელი ფრის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობაც კი დაეჭვდა.

არაა გამორიცხული, ალეგრის სეზონის ბოლოს თანამდებობა დაატოვებინონ, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს. ჯერჯერობით, მხოლოდ ანტონიო კონტეზეა საუბარი, რომელსაც ტურინში დაბრუნება უნდა, სხვა კანდიდატებზე კი არაფერი ისმის.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუს“ „ნანტს“ გასვლაზე 23 თებერვალს დაუპირისპირდება და ეს მატჩი ალეგრისთვის შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს, რადგან ფრანგულ გუნდთან მარცხის უფლება ტურინულ კლუბს უბრალოდ აღარ აქვს.

„იუვე“ ბოლო სეზონებში ჩემპიონთა ლიგას ისეთ გუნდებთან ეთიშებოდა, რომლებთანაც აშკარა ფავორიტი იყო – „აიაქსი“, „ლიონი“, „პორტუ“, „ვილიარეალი“. და, ახლა, „ნანტიც“ ახლოსაა აუტსაიდერის პოზიციიდან „იუვეს“ აჯობოს. ეს ნამდვილი კატასტროფა და ფიასკო იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …