მთავარი / სიახლეები / რატომ პარედესი და არა როველა? “იუვეს” მორიგი დიდი შეცდომა

რატომ პარედესი და არა როველა? “იუვეს” მორიგი დიდი შეცდომა

ტურინის “იუვენტუსს” უმძიმესი სეზონი აქვს, რომელმაც ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე (კიდევ ერთხელ და ბოლო წლებში მერამდენედ!) უპატიებელი შეცდომები ნათლად წარმოაჩინა.

უპირველეს ყოვლისა ლეანდრო პარედესის ტრანსფერი: არგენტინელს დაჟინებით მასიმილიანო ალეგრი ითხოვდა “რეჯისტას” პოზიციაზე და პსჟ-დან იჯარით დაიმატეს. უკვე შეიძლება ითქვას, რომ მას კლუბი არ გამოისყიდის და არ აპირებს იმედგამაცრუებელ ფეხბურთელში 25 მილიონის გადახდა.

პარედესი მოედანზე ძალიან ნელა მოქმედებს, ძალიან ცოტას დარბის და ძალიან ხშირად არაზუსტ პასებს აკეთებს – პირდაპირ მეტოქეს აბარებს ბურთს. წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა.  თავის მხრივ, მასიმილიანო ალეგრიც შეცდა, როცა “ნანტთან” პარედესი მანუელ ლოკატელის ამჯობინა.

არადა, “იუვემ” პარედესის გამო გუნდიდან გაუშვა ნიკოლო როველა, რომელიც “მონცაში” გაანათხოვრა. როველამ ზაფხულის შეკრება ტურინულ გუნდში გაიარა, შემდეგ სერია A-ს საწყის ორ ტურშიც ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, მაგრამ მაინც პარედესი ამჯობინეს.

მიმდინარე სეზონში პარედესი-როველას დუელი მოედანზე ორჯერ შედგა, გარდა იმისა, რომ ორივე მატჩი როველას “მონცამ” მოიგო, ნიკოლომ პარედესს პირდადაც აჯობა. ამ ორივე შეხვედრაშ როველას ჰქონდა, უფრო მეტი ზუსტი პასი, უფრო მეტი ჩაჭრა და უფრო მეტი დაფარული მანძილი. აღსანიშნავია, რომ ტურინულ კლუბს როველასთვის გაცილებით ნაკლები ხელფასი უნდა ეხადა, ვიდრე არგენტინელს უხდის.

მოკლედ, მორიგი პარადოქსი “იუვეში”, რომელსაც დასასრული არ უჩანს. გარდა მოედნისა, მოედანს მიღმაც კლუბი სრულ ქაოსში, სასამართლო პროცესების გარდა, კლუბს არ ჰყავს მაღალი დონის მენეჯერები, რომლებიც ფეხბურთელების შესაძლებლობას სწორად შეაფასებენ.

გავიხსენოთ, რომ 2021 წელს “იუვეს” ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაც შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, ფაბიო პარატიჩის კლუბიდან წასვლის მერე, ქართველის ტრანსფერზე ტურინული კლუბიდან არავის უფიქრია…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …