ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალდო სერენამ „იუვენტუსზე“ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრი იანვრის შემდეგაც ნიკოლო ფაჯოლის უნდა ენდოს, თუნდაც ტრავმირებული ნახევარმცველები დაბრუნდნენ.
სერენა დარწმუნებულია, რომ ფაჯოლის ძალიან დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი აქვს და ტურინელები მას მუდმივად უნდა ენდონ.
„იუვენტუსს“ შეუძლია სკუდეტოს კიდევ სჯეროდეს, მაგრამ ყველაფერი მაინც „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული. პოგბა ნამდვილად შეიძლება იყოს იანვრის ახალი ტრანსფერი. როდესაც ის კარგ ფიზიკურ ფორმაში დაბრუნება, „იუვენტუსისთვის“ დიდი ძალა იქნება. „ბიანკონერის“ ვურჩევ, რომ უარი არ თქვას ისეთ ელემენტზე, როგორიც ფაჯოლია. ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ტალანტი, რომელიც ძალიან მომწონს და ყველანაირი თვისება აქვს, რომ ბევრად მოუმატოს, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამ ბიჭმა თამაში და ზრდა უნდა გააგრძელოს“, – თქვა სერენამ.