მთავარი / სიახლეები / კიელინი: “მძიმე თვე საუკეთესოდ დავიწყეთ”

კიელინი: “მძიმე თვე საუკეთესოდ დავიწყეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. აქვე გეტყვით, რომ ფლორენციელთა კარში ერთ-ერთი გოლი სწორედ კაპიტანმა გაიტანა.

კიელინის განცხადებით, დეკემბრის თვე ძალიან რთული იქნება და კარგია, რომ გუნდმა გამარჯვებით დაიწყო:

„ახლა დავისვენებთ და ამ გამარჯვებას აღვნიშნავთ, მაგრამ შემდეგ პარასკევზე უნდა დავიწყოთ ფიქრი, „ინტერთან“ ლამაზი თამაში გველოდება. რთული თვე, რომელშიც ძნელი გასვლითი მატჩები გველოდება, საუკეთესოდ დავიწყეთ. დეკემბერი მნიშვნელოვანი იქნება, ამ თვის ბოლოს პირველი შეფასების გაკეთების საშუალებაც გვექნება. აი შემდეგ კი, მაისამდე გრძელი პერიოდი გველოდება.

ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, „ფიორენტინა“ სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს. შეხვედრა მაღალი პრესინგით დაიწყეს, მერე კი თამაშის სადავეებს ჩვენ ვაკონტროლებდით“, – განაცხადა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 14 ტურში მოპოვებული 40 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

შემთხვევითი სიახლე

დ’ავერსა: “გვინდა სეზონი პოზიტიური შედეგით დავიწყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მომავალი მეტოქის, „პარმას“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ კომენტარი გააკეთა, იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის …

“იუვემ” და პსჟ-მ შესაძლოა ორი ფეხბურთელი გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „პარი სენ ჟერმენმა“ შესაძლოა სატრანსფერო ბაზრის ბოლო ხანებში აქტიურად ითანამშრომლონ. აღნიშნულ ინფორმაციას …