მთავარი / სიახლეები / მორიგი სამი ქულა

მორიგი სამი ქულა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ში წარმატებულ სერიას აგრძელებს და მორიგი გამარჯვება ფლორენციაში მოიპოვა. „არტემიო ფრანკიზე“ თამაში ადვილი არასდროსაა და არც ახლა ყოფილა, მაგრამ „იუვემ“ მეტოქე მაინც დამაჯერებლად, პრობლემების გარეშე დაამარცხა.

ტურინელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მეტოქეს აგრძნობინებს, რომ არაფრის დათმობაც არ აპირებდნენ. შედეგად, მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში ანგარიშიც გაიხსნა. პაულო დიბალასა და როდრიგო ბენტანკურის კარგი კომბინაცია ურუგვაელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. საინტერესოა, რომ გოლის ეპიზოდში „იების“ მცველები კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალებაზე გადაერთვნენ და შედეგად, ბენტნაკურს კარისკენ იმდენად დიდი სივრცე შეექმნა, რომ ჩინებულ პოზიციაში დარჩა და იდეალურად დაარტყა.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს. თუმცა, ვოიცეხ შჩესნი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ამასობაში კი ტურინელებმა ანგარიში გაზარდეს. გოლი კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ გაიტანა – მიმდინარე სეზონში პირველად.

შეხვედრას წერტილი კრიშტიანუ რონალდუმ დაუსვა. პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში მეათე გოლი პენალტით გაიტანა და სხვათა შორის, მასიმილიანო ალეგრიმ მაშინვე შეცვალა. ეს საინტერესო იმ მხრივაა, რომ პირველად მოხდა ასეთი რამ. აქამდე, პორტუგალიელი თავიდან ბოლომდე თამაშობდა.

საბოლოოდ, 3:0 და „იუვეს“ 14 ტურში 13 გამარჯვებითა და 1 ფრით 40 ქულა გაუხდა. მდევებთან უპირატესობა გაიზარდა, თუმცა „ნაპოლისა“ და „ინტერს“ მე-14 ტურის მატჩები ჩასატარებელი აქვთ.

„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:1)

ფლორენცია, „არტემიო ფრანკი“

„ფიორენტინა“ (4-3-3): ლაფონი; მილენკოვიჩი, ვიტორ უგო, ბირაგი; ბენასი (პიაცა 65), ვერეტუ, ფერნანდესი; კიეზა, სიმეონე, ჟერსონი (ტერო 80)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელუ; კუადრადო (დუგლას კოშტა 83), ბენტანკური, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი (კინი 89), რონალდუ (ბერნარდესკი 80)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ბენტანკური (31), 0:2 კიელინი (69), 0:3 რონალდუ (79, პენ)

გაფრთხილება: ფერნანდესი (43), ვიტორ უგო (51), პეცელა (71), ტერო (88), ვერეტუ (90) – მანჯუკიჩი (11), ბენტანკური (50), რონალდუ (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 9 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …