მთავარი / სიახლეები / კანსელუ “სიტიში” გადადის

კანსელუ “სიტიში” გადადის

ჟოაუ კანსელუ ძალიან ახლოსაა „იუვენტუსის“ დატოვებასთან. პორტუგალიური Record-ის ინფორმაციით, კანსელუ „მანჩესტერ სიტიში“ გადავა.

მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან წასვლის შემდეგ კანსელუს შენარჩუნება პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო, როგორც ჩანს, ამან ვითარება ვერ შეცვალა.

„სიტი“ 24 წლის ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს იხდის, რაც 20-ით მეტია, ვიდრე „იუვემ“ მის სანაცვლოდ „ვალენსიას“ გადაუხადა.

მიმდინარე სეზონში კანსელუმ „იუვეს“ რიგებში 34 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …