მთავარი / სიახლეები / AGI: გვარდიოლა კონტრაქტს 4 ივნისს გააფორმებს, 14 ივნისს კი წარადგენენ

AGI: გვარდიოლა კონტრაქტს 4 ივნისს გააფორმებს, 14 ივნისს კი წარადგენენ

ტურინის „იუვენტუსში“ პეპ გვარდიოლას დანიშვნის შესახებ უკვე უფრო აქტიურად და დეტალურად იწერება. იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სააგენტო AGI წერს, რომ გვარდიოლას 14 ივნისს წარადგენენ.

ესპანელი „იუვესთან“ 4-წლიან კონტრაქტს 4 ივნისს გაფორმებს და მისი ანაზღაურება სეზონში 24 მილიონი ევრო იქნება. მედიის წინაშე კი 10 დღის შემდეგ წარდგება. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ 14 ივნისს „ალიანც სთედიუმის“ ტური დახურულად გამოაცხადა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი მწვრთნელის წარდგენა იგეგმება.

მიუხედავად ასეთი კონკრეტული ცნობებისა, სხვადასხვა იტალიური მედია საშუალებები მაინც წერენ, რომ მაურიციო სარი, მაურისიო პოჩეტინო და სიმონე ინძაგი კვალავც რჩებიან ტურინელთათავის საინტერესო კანდიდატებად.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …