მთავარი / სიახლეები / მარკინიოსი “იუვეში”, პიანიჩი – პსჟ-ში

მარკინიოსი “იუვეში”, პიანიჩი – პსჟ-ში

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მცველი მარკინიოსი ტურინის „იუვენტუსთან“ ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და პარიზულმა კლუბმა თანხმობა განაცხადეს იტალიაში გადასვლის შესახებ.

ტრანსფერი „იუვეს“ სავარაუდოდ 60 მილიონი ევრო დაუჯდება. თუ ბრაზილიელი „იუვეში“ მართლაც გადავიდა, მაშინ მირალემ პიანიჩის პსჟ-ში გადაბარგების შანსი გაიზრდება, რადგან პარიზელები ბოსნიელს იწვევენ და მარკინიოსის დათმობაზე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არიან თანახმა. თუმცა, მირალემი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მარკინიოსი – დაახლოებით 80 მილიონი ევრო.

„იუვენტუსი“ ზაფხულში გამოცდილი მცველის დამატებას ისედაც აპირებს. ანდრეა ბარძალიმ კარიერია დაასრულა, ჯორჯო კიელინი კი სულ მალე 35 წლის გახდება. აქედან გამომდინარე 25 წლის მარკინიოსის ტრანსფერი კიდევ უფრო რეალურია. თანაც, მას იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან პსჟ-მე „რომას“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …