პეპ გვარდიოლას „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნვნა, როგორც ჩანს გადაწყვეტილი არაა. სააგენტო AGI-ს გავრცელებულ ცნობას „მანჩესტერ სიტის“ ადვოკატი ალბერტო გალასი იტალიური მედიასთან გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო.
„პეპი ჩვენი მწვრთნელია. „იუვენტუსთან“ დაკავშირებული ინფორმაცია ტყულია. ჩვენ არ გვესმის, რატომ უნდა გვიწევდეს კიდევ ერთხელ იმის თქმა, რომ გვარდიოლას გუნდის დატოვება არ უნდა. ასეთი საკითხი არ არსებობს. ინფორმაცია კი, რომელიც გავრცელდა უსაფუძვლოა. პაველ ნედვედს დიდი ხანია ვიცნობ და ხანდახან მესიჯებს ვწერთ ერთმანეთს. ჩვენ ამ საკითხზე ბევრი ვიცინეთ. ვწუხვართ „ბიანკონერის“ ქომაგების გამო, მაგრამ სხვა მწვრთნელის პოვნა მოუწევთ“, – აღნიშნა გალასიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ცნობით, გვარდიოლას „იუვე“ 14 ივნისს წარადგენდა. თუმცა, „სიტის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინფორმაცია უარყო. გარდა ამისა, ესპანური Marca იტყობინება, რომ გვარდიოლას იტალიაში გადასვლის შანსი ნულის ტოლია. ამაზე თანხმდებიან მთელი რიგი იტალიელი ჟურნალისტებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იტალიურ გუნდებს გვარდიოლას გასამრჯელოს გადახდის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.