მთავარი / სიახლეები / ჯუზეპე მაროტა: “ოცნება რეალობად უნდა ვაქციოთ”
ჯუზეპე მაროტა: "ოცნება რეალობად უნდა ვაქციოთ"

ჯუზეპე მაროტა: “ოცნება რეალობად უნდა ვაქციოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტა ევროპის საუკეთესო მენეჯერი გახდა. პირზი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიიღო, სადაც კომენტარიც გააკეთა.

ბეპემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ „იუვენტუსის“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

„ბედნიერი ვარ. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა „იუვენტუსის“ გარეშე და იმ ნდობის გარეშე, რომელიც პრეზიდენტმა 2010 წელს გამომიცხადა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩემს თანამშრომელს და უხილავ გუნდს, რომელიც მხარს მიჭერს.

რონალდუ? – მისი ტრანსფერი იყო დიდებული. პრეზიდენტმა ანიელიმ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ამ საქმეში. ახლა ჩვენს გუნდს დამატებითი ღირებულება აქვს: ჩვენი ოცნებაა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა და ვიმედოვნებთ, რომ ეს რეალობად იქცევა.

ფინალი მადრიდში? – აქედან რამდენიმე კილომეტრშია „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონი და ამ სტადიონზე ფინალში თამაში ფანტასტიკური იქნება“, – უთხრა მაროტამ Sky Sport-ს.

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კრიშტიანუ რონალდუს სუპერგმირი უწოდა. “ჩვენ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. გარდა ამისა კრიშტიანუ …