მთავარი / სიახლეები / “იუვეს” განაცხადი “ბოლონიასთან”

“იუვეს” განაცხადი “ბოლონიასთან”

„იუვენტუსი“ „ბოლონიასთან“ მატჩისთვის ემზადება და უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნული შეხვედრისთვის გამოიძახა.

„ბებერი სინიორა“ ფილიპო ინძაგის გუნდის წინააღმდეგ განაცხადში შემდეგი 19 ფეხბურთელი იქნება:

შჩესნი, კიელინი, ბენატია, პიანიჩი, რონალდუ, დიბალა, ალექს სანდრო, მატუიდი, ბარძალი, კუადრადო, მანჯუკიჩი, ბონუჩი, კანსელუ, პონსოლიო, პერინი, ემრე ჯანი, რუგანი, ბენტანკური, ბერნარდესკი.

როგორც ხედავთ, წინა მატჩთან შედარებით, ერთი სიახლეა: ანდრეა ბარძალიმ ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. უშუალოდ შეხვედრა კი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …