„ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ევროპის საუკეთესო გუნდია.
ამის შესახებ „პიპომ“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ისეთივე დარწმუნებული ვარ, როგორც ადრე. ამ გზაზე მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ. მხოლოდ ერთი თამაშის კარგად ჩატარება საკმარისი არაა და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
„რომასთან“ ჩვენი ბევრს არ სჯეროდა და ახლაც ასეა. ხვალ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც დიდი ალბათობით, ევროპაში ყველაზე ძლიერია. მაგრამ, თამაში იწყება 11 11-ის წინააღმდეგ და მოედანზე უკვე დამარცხებულები არ გავალთ“, – განაცხადა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ შეხვედრა 26 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.