მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 33-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ (2:1) დაამარცხა და სკუდეტო გაიფორმა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – გოლში წვლილი მიუძღვის, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რუგანიმ ფეხი დააბიჯა.

კანსელუ 6 – პირველ ტაიმთან შედარებით, მეორე ტაიმში უკეთესი იყო.

ბონუჩი 5.5 – გამოცდილებიტ ფონს გადიოდა, მაგრამ კიეზამ ყველაფერი გაუკეთა, რაც მოისურვა.

რუგანი 5 – კიეზას და სიმეონესგან ზეწოლას განიცდიდა და ხშირად აგვიანებდა.

ალექს სანდრო 6.5 – გატანილმა გოლმა თვითრწმენა დაუბრუნა და მატჩის დარჩენილი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა.

კუადრადო 5.5 – ზოგჯერ საკუთარ თავზე ბევრს იღებდა.

დე შილიო შ.გ – მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა.

ემრე ჯანი 6.5 – საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის. ბოლო კვირების ერთ-ერთი პოზიტიზური ფიგურაა.

პიანიჩი 6 – კიდევ ერთხელ ჩანდა განერვიულებული. გოლის გატანა შეეძლო, სანამ მოედნიდან გავიდოდა, მაგრამ მეკარემ აჯობა.

ბენტანკური 6.5 – თამაშში კარგად ჩაერთო.

მატუიდი 6 – მეტოქის დინამიკით პრობლემა თავიდან შეექმნა, მეორე ტაიმში მოუმატა.

ბერნარდესკი 5.5 – კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ თითქმის ყველა ეპიზოდში დაიკარგა.

კინი 6 – კიდევ ერთი 15 წუთი და სკუდეტოს ზეიმი მანაც დაიმსახურა.

რონალდუ 6.5 – პეცელას ავტოგოლი მისი დამსახურებაა. ის იყო პირველი, ვინც აჩვენებდა, რომ სკუდეტოს საკითხის დახურვა ამ თამაშშივე სურდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …