ტურინის „იუვენტუსის“ ზედიზედ მერვე ჩემპიონობა არ გამორჩენიათ ყოფილ ფეხბურთელებს. ჯანლუიჯი ბუფონმა, მეჰდი ბენატიამ და ალესანდრო დელ პიერომ სტატუსები სოციალურ ქსელში განათავსეს.
„ოფლიანი 8 წელი, დეტალური ყურადღება, ვნება = 8 წელს იტალიის სათავეში. ბიჭები დაივიწყეთ, ყველა სიმწარე და იზეიმეთ, რადგან აგრძელებთ ფანტასტიკური ისტორიის დაწერას“, – დაწერა ჯიჯიმ.
„კომპლიმენტები „იუვენტუსს“ ზედიზედ მერვე ტიტულისთვის. ფიქრები ჩემი მეგობრებისკენაა, რომელიც ამ გუნდში მყავს“, – დაწერა ბენატიამ.
„კომპლიმენტი „იუვენტუსს“, – ეს დელ პიეროს მილოცვაა.