ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო გატის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 23 წლის მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
„ფროზინონემ“, სადაც გატი თამაშობდა, 7.5 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ გატი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით იტალიურ კლუბში დარჩება.
ფედერიკო გატი ცენტრალური მცველია და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ გატი 4 წლის წინ ოჯახს ფინანსურად რომ დახმარებოდა, აგურის ქარხანაში მუშაობდა და საღამოობით ვარჯიშობდა. ახლა კი სხვა ეტაპზე გადავიდა და “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა.
UFFICIALE | Federico Gatti è un giocatore della Juventus ➡️ https://t.co/kdX9niFfug pic.twitter.com/r80rTB5GYW
— JuventusFC (@juventusfc) January 31, 2022