მთავარი / სიახლეები / “იუვე” ბენტანკურს თუ გაყიდის, თანხის 40% “ბოკა ხუნიორისს” უნდა გადაუხადოს

“იუვე” ბენტანკურს თუ გაყიდის, თანხის 40% “ბოკა ხუნიორისს” უნდა გადაუხადოს

ტურინის „იუვენტუსი“ როდრიგო ბენტანკურს თუ გაყიდის, მის ყოფილ კლუბ „ბოკა ხუნიორსს“ პროცენტი უნდა გადაუხადოს.

იტალიური მედიის ცნობით, თუ მიმდინარე ზაფხულს ურუგვაელი კლუბს დატოვებს, მიღებული თანხის 40% არგენტინულ გუნდს ერგება. ასეთია შეთანხმების პირობები, რომელსაც გუნდებმა 2017 წელს მიაღწიეს.

მაშინ ტურინული გრანდის ვებგვერდი იტყობინებოდა, რომ ბენტანკურის შემდგომი ტრანსფერიდან „ბოკას“ 50% ერგებოდა, მაგრამ მას მერე 4 წელი გავიდა და სამხრეთ ამერიკელი ისევ „იუვენტუსშია“. ახლა ეს თანხა 40%-ს შეადგენს, რაც ასევე საკმაოდ ბევრია.

ამგვარად, ეს პუნქტი ბენტანკურის გუნდიდან წასვლას კიდევ უფრო ართულებს, რადგან თუ მას ამ ზაფხულს გაყიდიან, მოგების ნახევარი „ბოკას“ ერგება, რაც ტურინული გუნდის ბიუჯეტზე დიდ დარტყმას მოახდენს, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …