მთავარი / სიახლეები / დიბალას ალეგრი ახალ კონტრაქტზე ელაპარაკება, აგენტს ტურინში ელოდებიან

დიბალას ალეგრი ახალ კონტრაქტზე ელაპარაკება, აგენტს ტურინში ელოდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, მასიმილიანო ალეგრი აგრნეტინელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს.

დიბალას „იუვეში“ დარჩენა სურს და მზადაა მეორე მხარესთან ისაუბროს. მისი აგენტი ხორხე ანტუნი ტურინში უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ერთ თვეში ჩამოვა და ყველაფერი იქ გადაწყდება.

წყაროს თანახმად, იუვე მზადაა დიბალას ხელშეკრულება 2025 წლამდე გაუფორმოს და ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. თავად ფეხბურთელი ტურინში დარჩენის წინააღმდეგი არ არის. უფრო მეტიც, მას სურს, რომ „ბიანკონერის“ კაპიტანი გახდეს.

პაულო დიბალამ გასულ სეზონში 26 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, ხოლო 2015 წლიდან 254 შეხვედრაში 100 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელის კონტრაქტი 2022 წელს იწურება და მხარეების ახალ ხელშეკრულებაზე ამიტომ მუშაობენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …