ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. მას ის ფაქტი აშინებს, რომ „იუვემ“ ამ სეზონში სამ მატჩში ანგარიში ვერ შეინარჩუნა.
„იუვეში“ იყვნენ ჩემპიონი ფეხბურთელები ნახევარდაცვაში, ახლა რეკონსტრუქციის მომენტია. „იუვეს“ სამჯერ დაუქამბექეს, „უდინეზემ“, „ნაპოლიმ“ და „მილანმა“. ეს არის ის, რაც აქამდე არ მომხდარა. „იუვე“ თამაშს აკონტროლებდა, გარდა ბოლო ნახევარი საათისა, სადაც შეიძლება ერთი ეპიზოდი გადამწყვეტი იყოს. მგონია, რომ ალეგრის სურს შექმნას გუნდი, რომელიც თავს დაიცავს, როცა დასაცავია და თუ სტაბილურობას მიაღწევენ, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც მეტოქეებისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, სტუმრად „სპეციასთან“ ჩაატარებს.