მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ჩემი ბრალია, არასწორი შეცვლები გავაკეთე”

ალეგრი: “ჩემი ბრალია, არასწორი შეცვლები გავაკეთე”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ (1:1) მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ის შეცვლების გაკეთებისას შეცდა და თქვა, რომ 1:1-მდე მისი გუნდი თამაშს სრულად აკონტროლებდა.

„ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რაც მოხდა. გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, „მილანს“ მხოლოდ ტონალის ერთი შორეული დარტყმა ჰქონდა. მეორე ტაიმში 1:1-ის შემდეგ მარცხის წაგების რისკის ქვეშ ვიდექით. სანამ ანგარიში გათანაბრდებოდა, თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. დავკარგეთ კონცენტრაცია და სიზუსტე. კუთხურის დროს თავს საკმარისად კარგად არ ვიცავდით. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯი მაინც წინ გადავდგით. ეს თამაში არ ცვლის ჩემს წარმოდგენას „იუვეს“ ძალაზე. მოდით ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ცვლილებებზე მე მეკისრება, რადგან არასწორი შეცვლები გავაკეთე. იმ მომენტში უფრო თავდაცვითი მოთამაშეები უნდა ჩამერთო თამაშში, ასე გამარჯვებას მოვიპოვებდით.

მნიშვნელოვანი იყო დადებითი შედეგის მიღწევა. ამიტომაც ვთქვი მატჩის წინ, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო „მილანისთვის“ ეს თამაში, რადგან გამარჯვების შემთხვევაში სკუდეტოს შანსს დაგვაკარგვინებდა. ფრე ჩამორჩენას იგივეს ტოვებს და გვაქვს ფეხზე წამოდგომის შანსი. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ მატჩების ბოლო 15 წუთს კარგად ვითამაშებთ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ თამაში მოსაგებია და ჩემპიონატს მხოლოდ ასე მოვიგებთ.

დიბალამ ძალიან კარგად ითამაშა, ისევე, როგორც მორატამ, მაგრამ ტრავმის გამო უნდა შემეცვალა. კიდევ კარგი, რომ მსაჯმა თამაში დაასრულა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა წაგვეგო. არ არსებობს ტაქტიკური სქემები, ცივსისხლიანობაა საჭირო, პირადი გვერდზე უნდა გადავდოთ და თუ საჭირო იქნება თავდამსხმელმაც დაცვაში უნდა ითამაშოს. თუ ამას ვერ გავიგებთ, ძნელი იქნება სკუდეტოს მოგება.

საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ შეუძლებელია მთელი თამაში დომინირება, მაგრამ ასე მარტივი გოლების გაშვება არ შეიძლება. კიდევ ერთხელ დაგვიქამბექეს? არ შეიძლება ეს მოხდეს, როგორც ამ ოთხ შეხვედრაში მოხდა. თამაშის ხარისხით და ტექნიკურად, ასევე დაცვაში ნაბიჯი მაინც წინ გადავდგით. მაგრამ, როდესაც თავს კარგად იცავ, შეუძლებელია ასეთი გოლების გაშვება.

რაბიო? ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, მან უფრო მეტი გოლები უნდა გაიტანოს და ეს გასაუმჯობესებელი აქვს. კარის წინ დაუნდობელი უნდა იყოს. ჩემი აზრით, მან მართლაც შესანიშნავად ითამაშა.

სკუდეტო? ნუ იქნებით პესიმისტურად განწყობილნი, „მილანთან“ ქულათა სხვაობა უცვლელია. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ გამარჯვებების მოპოვებაზე და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.

რატომ ბონუჩი და არა დე ლიხტი? დღეს ჩემი გაბრაზება გინდა… ბონუჩიმ და კიელინიმ არაჩვეულებრივად ითამაშა. თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვიმუშაო ფეხბურთელების გაცნობაზე.

კიეზა? ის თამაშში რთულ მომენტში ჩაერთო და მჭირდებოდა ის, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე შეგვენარჩუნებინა. ის უნდა გაიზარდოს და გააცნობიეროს რისი გაკეთება შეუძლია, რადგან ჩვენ „იუვენტუსში“ ვართ.

თქვენ აკეთებთ შეფასებებს, რადგან თქვენი საქმე ეს არის. მას ორი ცუდი მომენტი ჰქონდა წინა შეხვედრებში, ის დღეს არ დაბრუნებულა, შესანიშნავი მეკარეა და საოცარი სეივი გააკეთა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 2 ქულით მე-18 ადგილზე, გასავარდნ ზონაშია და მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, სტუმრად „სპეციასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …