მთავარი / სიახლეები / ვიერი: “იუვეს” გამოცდილი და შემტევი მწვრთნელი სჭირდება”

ვიერი: “იუვეს” გამოცდილი და შემტევი მწვრთნელი სჭირდება”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ მასიმილიანო ალეგრის გათავისფულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ბობოს“ განცხადებით, ალეგრი გამოცდილმა მწვრთნელმა უნდა შეცვალოს, რომელიც უფრო მეტად შემტევი ფეხბურთის მიმდევარი იქნება.

– როგორ შეაფასებდთ კონტეს დაბრუნებას სერია A-ში?

– ჩვენი ფეხბურთისთვის დიდი შენაძენი იქნება. ანტონიო მშრომელია, სწრაფი ფეხბურთის მიმდევარი და კარგი იდეები აქვს. პრემიერლიგაში პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდა, ასოციაციის თასიც მოიგო. უცხო ქვეყანაში თავიდანვე ამის გაკეთება ძალიან რთულია. ახლა მისთვის მნიშვნელოვანია 3-4 წლიანი პროექტი.

– ვინ შეცვლის მაქს ალეგრის?

– „იუვენტუსის“ გაწვრთნა ადვილი არაა, დიდი ზეწოლაა, მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ. შესაბამისად, ბევრი გამოცდილებაა საჭირო. ყველა შემთხვევაში მინდა უფრო კარგად მოთამაშე „იუვეს“ ვუყურო. არ მაინტერესებს სისტემა და ტაქტიკა, ფეხბურთის ქომაგი ვარ და მინდა ლამაზი ფეხბურთი ვიხილო. მიმდინარე სეზონში „ბიანკონერის“ თამაშით სიამოვნებას ვერ ვიღებდი. „იუვე“, „მილანი“, „ინტერი“ ლამაზად უნდა თამაშობდნენ, ისტორია ამ ვალდებულებას აკისრებს.

– როგორ შეაფასებდით რონალდუს პირველ სეზონს?

– მე როგორ უნდა შევაფასო ფეხბურთელი, რომელმაც 600-ზე მეტი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო? კრიშტიანუს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ სერია A აირჩია. ერთი რამ უნდა გითხრათ: როდესაც მესი და რონალდუ კარიერას დაასრულებენ, გამოვრთავ ტელევიზორს და კინოში წავალ გასართობად (იღიმის – რედ).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …