მთავარი / სიახლეები / ბარძალი: “ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სტადიონის ინაუგურაცია იყო”

ბარძალი: “ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სტადიონის ინაუგურაცია იყო”

ტურინის „იუვენტუსს“ „ატალანტასთან“ მატჩში ანდრეა ბარძალი უკაპიტნებს. ვეტერანი ფეხბურთელი „სთედიუმზე“ ბოლო მატჩს ჩაატარებს და გარდა იმისა, რომ ამ დღეს „იუვეს“ სკუდეტო გადაეცემა, ანდრეასაც გააცილებენ.

ბარძალიმ ტურინში გატარებული წლები გაიხსენა და მომავალზეც ისაუბრა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ალბათ სტადიონის ინაუგურაცია იყო, როდესაც მართლაც მივხვდი რა იდგა ამ კლუბის უკან. თუმცა, ასევე განსაკუთრებული იყო პირველი სკუდეტო, ისევე, როგორც ბოლო, რომელიც ჩემი კარიერის დასასრულს გადმომეცემა. მომენატრება ყოველდღიური მუშაობა, ხუმრობა, თამაშებისთვის მომზადება,ტანჯვა და სიხარული ბიჭებთან ერთად. რთული იქნება, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევა იწყება. მომდევნო წელი მნიშვნელოვანი იქნება, რათა გავიგო რა გზა უნდა ავირჩიო, მაგრამ ჩემს თავს ფეხბურთიდან შორს ვერ ვხედავ“, – თქვა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალი საფეხბურთო კარიერიას ასრულებს. იტალიელი „იუვენტუსში“ 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდის გამორჩეული ფიგურა წლების განმავლობაში იყო.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …