არტურო ვიდალი მიიჩნევს, რომ ჯორჯო კიელინი სწორად არ მოიქცა, როდესაც ავტობიოგრაფიულ წიგნში მის პირადზე ისაუბრა.
ჯორჯომ დაწერა, რომ ჩილელის სუსტი წერტილი ალკოჰოლი იყო და ხშირად მისი ზემოქმედების ქვეშ იყო.
„მე, როგორც ყველა ადამიანი ვარ და შესაბამისად შეცდომა დამიშვია, მაგრამ ამის საფასური გადავიხადე და ფეხზე ისევ წამოვდექი. როგორც კიელინიმ თქვა, ხალხი ყურადღებას ცუდ საქმეებზე ამახვილებდა. ჩემი აზრით, სწორი არაა პირადი საკითხების საჯარო პლანზე წამოწევა, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ჯორჯო ჩემპიონია, მან დამირეკა და ყველაფერი ამიხსნა“, – თქვა ვიდალმა.
შეგახსენებთ, რომ კიელინი და ვიდალი „იუვენტუსში“ თანაგუნდელები 2011-2015 წლებში იყვნენ.