24 წლის წინ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის თასი ჯერჯერობით ბოლოჯერ აღმართა. 1996 წლის 22 მაისი, ჯანლუკა ვიალი გუნდის კაპიტანია და ყველასთვის სანუკვარ თასს რომის ცისკენ აღმართა.
წარმოუდგენელი სიხარული „ბებერი სინიორასთვის“, რომელსაც მარჩელო ლიპის თვისებები ჰქონდა შერწყმული. ნოვატორი, ზოგჯერ ხიულული, მორიდებული და თავშეკავებული ხასიათი. მოკლედ შესანიშნავი დღე იყო „ბიანკონერისთვის“.
შემადგენლობა ძალიან ძლიერი იყო, როელიც ვიარეჯოელმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ 1994 წლის ზაფხულში დააკომპელქტა, როდესაც გუნდში მივიდა. პირველივე სეზონში ლიპიმ სკუდეტო მოიგო, რაც გუნდს 1986 წლის შემდეგ არ ჰქონდა გაკეთებული.
24 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ამ დროს ყველაფერი მცირე დეტალების ჩათვლით უნდა დაიგეგმოს. ფაბრიციო რავანელიმ ანგარიში გახსნა, ხოლო იარი ლიტმანენმა გაათანაბრა. ფინელ ფეხბურთელზე სერჯიო პორინი იხსენებს:
„ეჭვგარეშეა, რომ ის ყველაზე სახიფათო იყო. ბურთთან ერთი შეხებაც ჰყოფნიდა გოლის გასატანად და სინამდვილეში ეს ჩვენთანაც მოახერხა. ძალიან ძლიერები იყვნენ ფლანგებზე, 4-3-3 სქემით თამაშობდნენ, ძალიან კარგები იყვნენ ჰოლანდიელი კიკი მუსამპა და ნიგერიელი ფინიდი ჯორჯი, თუმცა, ჩვენ მეტოქეს ძალიან ცოტა შევაქმნევინეთ შეტევაში“.
Correre Della Sera-სთან ტურინელთა კაპიტანი ჯანლუკა ვიალი მოგვიანებით გაიხსენებს:
„მე მეხუთე ან მეექვსე პენალტი უნდა დამერტყა, უსასრულო რელიფეი იყო. „ოლიმპიკოზე“ 1990 წლის მუნდიალზე აშშ-სთან პენალტი ვერ გავიტანე, ერთხელ კი „რომასთან“ თამაშის დროს ფეხი მოვიტეხე. ეს ჩემი ბოლო შანსი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგა მომეგო და მეშინოდა, რომ რომის სტადიონის წყევლა გამყვებოდა. ამიტომ, პენალტის ხუთეულში დარტყმაზე უარი ვთქვი“.
ვიალის დარტყმა საჭირო არ გახდა, რადგან ფერარამ, პესოტომ, პადოვანომ და იუგოვიჩმა შეძლეს ბადის შერხევა, მიუხედავად იმისა, რომ ვან დერ სარს მოგერიების მცდელობა არაერთხელ ჰქონდა.
გმირებს შორის გმირი რა თქმა უნდა, იუგოვიჩია. სწორედ მისი დარტყმის შემდეგ თამაში დასრულდა, „იუვე“ ჩემპიონი გახდა:
„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ შევედი „იუვეს“ ისტორიაში და ტიფოზების გულებში. მეხუთე პენალტისტი არ ვიყავი, მაგრამ ბედმა ინება, რომ ასე მოხმდარიყო. აშკარად, ვირაცამ ემოცია ზემოდან მომცა, რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება“.
მეხუთე პენალტი, რომლის შესრულება საჭირო არ გახდა, ახალგაზრდა ალესანდრო დელ პიეროს უნდა დაერტყა. მასთან დაკავშირებით მარჩელო ლიპი 2006 წლის მუნდიალის ფინალიდან საინტერესო ამბავს იხსენებს:
„როდესაც ბერლინში პენალტების სერია გახდა საჭირო, მინდოდა, დელ პიეროს პირველი დაერტყა, მას კი მეხუთე უნდოდა ბურთთან მისვლა. ამიტომ, საბოლოოდ, მეოთხე დარტყმა დავავალე. ჩემთან მოვიდა და მითხრა: „მისტერ, „აიაქსთან“ ფინალში მეხუთე ვიყავი და გადამწყვეტი, ახლაც ასე მინდა“. მე კი ვუპასუხე: „ალესანდრო, შენ რომში პენალტი საერთოდ არ დაგირტყამს“.
საბოლოოდ შესანიშნვი პენალტისტის შესრულება 24 წლის წინანდელ ტრიუმფალურ ღამეს საჭირო მართლაც არ გახდა. ანჯელო პერუცი ორმა სეივმა და უნაკლოდ შესრულებმა 4 პენალტმა „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგა მოუტანა.