ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს. Times-ის ცნობით, იტალიურმა გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე გაუკეთა შეთავაზება და მათგან პასუხს ელოდება.
„იუვე“ მზადაა ფრანგის სანაცვლოდ 134 მილიონი ევრო გადაიხადოს! „მანჩესტერი“ 150 მილიონს ითხოვს, მაგრამ დიდი შანსია გარიგება შედგეს. თუმცა, „იუვენტუსს“ სერიოზული კონკურენტი ჰყავს მადრიდის „რეალის“ სახით, რომელიც ასევე მოწადინებულია ფეხბურთელთან თანამშრომლობით.
აქვე გეტყვით, რომ ორი დღის წინ მინო რაიოამ საჯაროდ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ პოგბას „მანჩესტერში“ თამაში არ უნდა და ინგლისელებმა ყველაფერი იციან.