მთავარი / თეგის არქივი: მაურიციო სარი (გვერდი 19)

თეგის არქივი: მაურიციო სარი

სარი “იუვეს” ვარჯიშს დაესწრო

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მაურიციო სარი „იუვენტუსს“ დაუბრუნდა და დღეს სრულიად მოულოდნელად კონტინასას ბაზას ესტუმრა, სადაც გუნდის ვარჯიშს თვალი მიადევნა. დილის ვარჯიშს კი, ჯოვანი მარტუშიელო ხელმძღვანელობდა, რომელიც „ნაპოლისთან“ სათადარიგო სკამზე სარის ადგილს დაიკავებს. მაურიციო კი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ვარჯიშს დაესწრო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გუნდთან ერთად არ იქნება. თუმცა, იტალიელი სპეციალისტი …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსს ნაპოლისთან სავარაუდოდ მაურიციო სარი უხელმძღვანელებს

იუვენტუსს ნაპოლისთან სავარაუდოდ მაურიციო სარი უხელმძღვანელებს

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის რანგში მაურიციო სარის, დებიუტი სერია ა-ში სავარაუდოდ მის ყოფილ გუნდთთან, ნაპოლისთან მატჩი შედგება. La Stampa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტი მალევე გამოჯანმრთელდა და შეძლებს იუვენტუსს დაეხმაროს მეორე ტურის მატჩში, რომელშიც ტურინული გუნდი სარისთვის კარგად ნაცნობ ნაპოლის დაუპირისპირდება. საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ მატჩში სარის მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარასკევს მიიღებენ. …

სრულად წაკითხვა »

სარი “იუვენტუსს” “ნაპოლისთანაც” ვერ უხელმძღვანელებს

მაურიციო სარი „იუვენტუსს“ არამარტო „პარმასთან“, არამედ მეორე ტურში „ნაპოლისთან“ შეხვედრაშიც ვერ უხელმძღვანელებს. გამოცდილ სპეციალისტს პნევმონია (ფილტვების ანთება) და როგორც დღევანდელმა ტესტირებამ აჩვენა, მკურნალობის კურსი უნდა გააგრძელოს. აღნიშნული ინფორმაცია „იუვეს“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. სარის ხსენებულ ორ მატჩში მისი თანაშემწე ჯოვანი მარტუშიელო ჩაანაცვლებს. სარის ოფიციალური დებიუტი კი 15 სექტემბერს, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში …

სრულად წაკითხვა »

სარის ნაცვლად პრესკონფერენციას ნედვედი გამართავს

ტურინის „იუვენტუსი“ ახალ სეზონს მთავარი მწვრთნელის გარეშე იწყებს. მაურიციო სარის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამის გამო „პარმასთან“ გუნდს მისი თანაშემწე ჯოვანი მარტუშიელო გაწვრთნის. ახლა კი, ცნობილი გახდა, რომ პარასკევს მატჩისწინა პრესკონფერენციას სარის ნაცვლად გუნდის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი გამართავს. რაც შეეხება სარის დაბრუნების თარიღს, ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობდნენ, რომ ეს „ნაპოლისთან“ მატჩში …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის ჯოვანი მარტუშელო ჩაანაცვლებს

მაურიციო სარის ჯოვანი მარტუშელო ჩაანაცვლებს

ტურინის იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს მაურიციო სარის დროებით ჯოვანი მარტუშელო ჩაანაცვლებს. ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ფილტვების ანთების გამო პარმასთან და ნაპოლისთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს. Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინულ გრანდს მომავალ ორ მატჩში ჯოვანი მარტუშელო გაუძღვება. მარტუშელო ტურინულ გრანდში სარის თანაშემწეა. სწორედ ის უძღვებოდა გუნდს ბოლო …

სრულად წაკითხვა »

ტაკინარდი: “სარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ გუნდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაურიციო სარი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია. ტაკინარდი ენდობა სარის და დარწმუნებულია, რომ მზადაა „იუვენტუსთან“ ერთად უმაღლესი შედეგების მისაღწევად. „იუვეს“ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ბურთთან განშორება უჭირთ და ბურთი ფეხში დიდი ხნით აქვთ, ხოლო სარის თამაში ძალიან სწრაფია. …

სრულად წაკითხვა »

პირველი ტური ახლოვდება: სარის სამი თავსატეხი

ტურინის „იუვენტუსი“ 2019-2020 წლების სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს შაბათს, ტრიესტეში, „ტრიესტინასთან“ ჩაატარებს და შემდეგ უკვე „პარმასთან“ სეზონის პირველი შეხვედრისთვის ფიქრს დაიწყებს. „იუვე“ ტრიესტეში 2012 წლის 6 მაისის შემდეგ პირველად ბრუნდება, როდესაც „კალიარის“ სწორედ ამ ქალაქში 2:0 აჯობა და 2011-2012 წლების სეზონში სკუდეტო ოფიციალურად გაიფორმა. ვთქვათ, რომ ამ შეხვედრაში ვერ …

სრულად წაკითხვა »

ხედირამ სარი დაარწმუნა: “იუვე” შესაძლოა მხოლოდ მატუიდიმ დატოვოს

სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სამი კვირა დარჩა. „იუვენტუსს“ ამ პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რადგან მოცემული ვითარებიდან გამომდინარე 6 ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის განცხადს მიღმა დარჩენა მოუწევს. ნახევარდაცვაში სამი ხედირასა და ბლეზ მატუიდის წასვლაა მოსალოდნელი. თუმცა, La Repubblica-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ხედირამ მაურიციო სარი თავის შესაძლებლობებში დაამტკიცა, როგორც ვარჯიშებზე, ისე „ატლეტიკოსთან“ მატჩში. შედეგად, …

სრულად წაკითხვა »

“სარისიმო” – “იუვეში” სარის ფეხბურთის პირველი ნიშნები გამოიკვეთა

„იუვენტუსის“ ფეხბურთელთა ინტერვიუებში არაერთხელ ამოიკითხავდით, რომ გუნდის თამაში, სავარჯიშო სისტემა შარშანდელთან შედარებით ძალიან შეიცვალა. ასეცაა, მაურიციო სარი განსხვავებული სტილის მქადაგებელია, ვიდრე მასიმილიანო ალეგრი. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს გადაწყობისთვის დრო სჭირდებათ, რომ სარის დომინანტურ ფეხბურთს ალღო აუღონ. იტალიაში, სარის სტილს მოკლედ ჰქვია – სარისიმო. „ატლეტიკოსთან“ წაგებულ მატჩში (1:2) სარის ფეხბურთის პირველი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი”, მაურიციო სარი და ზედმეტი 6 ფეხბურთელი

„ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ ზედმეტი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. რა თქმა უნდა, იტალიელს კონკრეტული გვარები საჯაროდ არ დაუსახელებია, მაგრამ ფაქტია თქვა, რომ 6 ფეხბურთელი ამჟამინდელი შემადგენლობიდან ზედმეტია. ისიც ცხადია, რომ ქომაგებისთვის შესაძლოა ეს მტკივნეული საკითხი იყოს, რადგან ყველა ღირებული მოთამაშეა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა გააკეთო არჩევანი, რომ წინსვლა გააგრძელო. შესაძლო წამსვლელთა …

სრულად წაკითხვა »