მთავარი / თეგის არქივი: კიევის დინამო (გვერდი 2)

თეგის არქივი: კიევის დინამო

ჩემპიონთა ლიგაზე “იუვეს” თამაშს ქალი იმსაჯებს

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “იუვენტუსის” მატჩს კიევის “დინამოსთან” ფრანგი მსაჯი სტეფანი ფრაპარი იმსაჯებს. ეს ისტორიული მოვლენა იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ქალი პირველად განსჯის შეხვედრას. ფრაპარმა 2019 წელს ევროპის სუპერთასზე “ჩელსი” – “ლივერპულის” დაპირისპირება იმსაჯა. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” კიევის “დინამოს” 2 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება. “იუვეს” მერვედფინალის საგზური უკვე …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “დინამო” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიევის „დინამო“ ალვარო მორატას დუბლით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩიდან დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკურ მონაცემებს. 53% – ალვარო მორატას ჩემპიონთა ლიგაზე თავის გოლების 53% „იუვენტუსის“ მაისურით აქვს გატანილი (17-დან 9). მან ჩემპინთა ლიგაზე 53-ე თამაში ჩაატარა და დუბლი პირველად შეასრულა. 3 – ანდრეა …

სრულად წაკითხვა »

კიევის “დინამო” – “იუვე” ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად კიევის „დინამო“ ალვარო მორატას დუბლით დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6 – მატჩის დასაწყისში გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და დიდი ნერვიულობა გამოიწვია. ჰქონდა რამდენიმე არადამაჯერებელი მომენტი, ძირითადად გამოსვლებზე. კუადრადო 7 – ალბათ „იუვეში“ საუკეთესო იყო პირველ ტაიმში, მარჯვენა ფლანგს მთლიანად …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “გუნდი სწორ გზაზეა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ვოიცე შჩესნიმ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი მეკარის აზრით, „იუვე“ სწორ გზაზე დგას. „ეფექტური მატჩი ჩავატარეთ, მეტოქისთვის ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ მიგვიცია, გვქონდა მოთმინების უნარი პირველ ტაიმში და მეორე ნახევარში თამაში დავხურეთ. კმაყოფილები ვართ, ძალიან მყარად და ყურადღებით ვითამაშეთ, რადგან ვიცოდით, რომ მეტოქე კონტრშეტევების …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ნახევარმცველის განცხადებით, კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. „გამარჯვება ლამაზია, ნდობას და თვითრწმენას ამაღლებს. კარგი მატჩი იყო, კარგად ვითამაშეთ, ახალგაზრდა გუნდის წინააღმდეგ, რომლებიც ბევრს დარბიან. პირველ ტაიმში უფრო რთული იყო, მაგრამ მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ. მოვძებნეთ სივრცეები და …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “ის გავაკეთე, რაც მწვრთნელმა მთხოვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე სადებიუტო თამაში ჰქონდა და პირველ გოლში აქტიურად მონაწილეობდა. „გვინდოდა გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 3 ქულის მოპოვება, ამიტომ, მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში კარგად ვითამაშეთ, რადგან საყაიმო ანგარიშზე პრობლემები გვექნებოდა. ის გავაკეთე, რაც …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ჩემპიონთა ლიგაზე ამ მაისურით თამაში დიდი ემოციაა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა, მისი თქმით, ასე უნდა გააგრძელონ. „ჩემპიონთა ლიგაზე ამ მაისურით თამაში დიდი ემოციაა. გვინდა ბოლომდე მივიდეთ და ამისთვის ვიბრძვით. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია, რადგან სწრაფი და ახალგაზრდა …

სრულად წაკითხვა »

პირლოს კომენტარი “დინამოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. „პირველ ტაიმში შეგვეძლო მომენტების უკეთესად გამოყენება, თუმცა „კროტონესთან“ შედარებით მნიშვნელოვანი იყო სოლიდური თამაშის ჩატარება. ჩვენი მიდგომა ასეთია: წინ, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის ყოფლა. კიეზას აქვს შეტევითი მოვალეობები და შეუძლია ორივე ფლანგზე …

სრულად წაკითხვა »

გამარჯვება ალვარო მორატას დუბლით

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსმა” 2020-2021 წლების სეზონში წარმატებული სტარტი აიღო. ანდრეა პირლოსაც კარგი დებიუტი ჰქონდა, რადგან “იუვემ” კიევში “დინამო” ადვილად, 2:0 დაამარცხა. “იუვენტუსი” უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლა და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ მასპინძლეთა მეკარე ბუშანი კარგად თამაშობდა და რამდენიმე ეპიზოდში საკუთარი გუნდი იხსნა. თუმცა, მეორე ტაიმი “იუვემ” კარგად დაიწყო და …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა კიევის “დინამოსთან”

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ტურინის “იუვენტუსი” კიევში “დინამოს” ეთამაშება. ანდრეა პირლოს სამწვრთნელო დებიუტიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში შედგება. პირლომ უკრაინელთა წინააღმდეგ ასეთი ძირითადი შემადგენლობა შეარჩია: შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი; კიეზა, ბენტანკური, რაბიო, კუადრადო; რემზი; კულუსევსკი, მორატა შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »