მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 648)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ვიერი: “იუვეში” კარგად მუშაობენ, რონალდუს ტრანსფერმა ეს დაადასტურა”

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს. „ბობოს“ განცხადებით, ტურინში კარგად მუშაობენ და ამის დასტური კრიშტიანუ რონალდუა. გარდა ამისა, ვიერიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზეც გააკეთა მცირე კომენტარი: „როდესაც უცხოელი ფეხბურთელი გირჩევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ. რონალდუს ტრანსფერი ძალაუფლების ინდიკატორია. „ატლეტიკო“? – „იუვესა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა ფინალის …

სრულად წაკითხვა »

არიგო საკი: “იუვენტუსი” ოპტიმისტურ ფეხბურთს არ თამაშობს”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა. მან შეაქო ბერგამოს „ატალანტა“, მაგრამ გააკრიტიკა სხვა იტალიური გუნდები, მათ შორის „იუვენტუსიც“. „იუვენტუსი“ დიდი გუნდია, მაგრამ იტალიურ ფეხბურთს თამაშობს და ეს არაა ოპტიმისტური. მომწონს ისეთი გუნდები, რომლებიც გამარჯვებისთვის თამაშობენ დაიმსახურებენ ამ გამარჯვებას თამაშის ხარისხით. „ატალანტას“ საკუთარი სტილი აქვს, „მილანს“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ძანიოლოში 40 მილიონს იხდის

ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ტალანტის, ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებაზე მუშაობას სერიოზულად გეგმავს. Goal-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ჯალოროსი“ 19 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, „იუვე“ შეეცდება ზაფხულში ნიკოლო იყიდოს. დასახელდა კონკრეტული თანხაც – 40 მილიონი ევრო. „ბებერი სინიორა“ მზადაა, რომ სწორედ ამდენი გაიღოს 19 წლის იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ. ნიკოლო ძანიოლოს სერია A-ში …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი: “მინდა ჩემპიონთა ლიგა რონალდუსთან ერთად მოვიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. გერმანელმა ფეხბურთელმა სხვა და სხვა საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მიმდინარე სეზონშივე სურს. „შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალი რონალდუს წინააღმდეგ წავაგე, წელს კი, მინდა მასთან ერთად მოვიგო. იტალიაში გულშემატკივრებისგან ბევრჯერ მოვისმინე, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების დროა. ტიფოზებს ერთი …

სრულად წაკითხვა »

“რეალის” წინადადება – 60 მილიონი და ისკო დიბალას სანაცვლოდ

მადრიდის „რეალი“ პაულო დიბალას გადაბირებას სცდილობს და როგორც Don balon-ი იტყობინება, ფლორენტინო პერესმა უკვე წინადადებაც გაამზადა. 60 მილიონი ევრო და ისკო ალარკონის სატრანსფერო უფლებები. ასეთია პერესის შეთავაზება, თუმცა ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ ბოლო დროს ისკოს აქტიურად უკავშირებენ. ესპანელ ფეხბურთელს სანტიაგო სოლარისთან კონფლიქტი აქვს და ზაფხულში „რეალს“ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს 86 წლის ხელუხლებელი რეკორდის დამხობის შანსი აქვს

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ 86-წლიანი რეკორდის დამხობის შანსი აქვს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სერია A-ში ამ დრომდე 17 გოლის გატანა მოახერხა და დარჩენილ 16 თამაშში 14 გოლს თუ გაიტანს, რეკორდს გაიმეორებს, ხოლო 15 გოლის შემთხვევაში საერთოდ ერთპიროვნულად დაეპატრონება რეკორდს. საქმე ეხება სერია A-ში ერთ სეზონის მიხედვით გატანილ გოლებს. „იუვეს“ რიგებში ერთ სეზონში ყველაზე …

სრულად წაკითხვა »

16.5 მილიონი სტურაროს სანაცვლოდ

ტურინის „იუვენტუსმა“ სტეფანო სტურარო „ჯენოაში“ სრულოფასოვანი კონტრაქტით გაასხვისა. იტალიელი ნახევარმცველი გენუელებმა ზაფხულამდე იჯარით ჯერ კიდევ იანვარში დაიმატეს, მაგრამ ახლა მისი კონტრაქტის უფლებები სრულად გამოისყიდეს. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, ლიგურიელები „იუვეს“ სტეფანოს სანაცვლოდ 16.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. თანხის დაფარვა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. შეგახსენებთ, რომ სტურარო „იუვენტუსმა“ 2014 წელს …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ხელმძღვანელები დუგლასს გაუბრაზდნენ

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა დუგლას კოშტას საქციელით უკმაყოფილოა. როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ბრაზილეილი ფეხბურთელი, რომელსაც ორშაბათს, ტურინი-ტრიესტეს გზაზე ავტოავარია შეემთხვა, იმავე საღამოს პარიზში გაფრინდა და ნეიმარის დაბადების დღეზე მოილხინა. როგორც გამოცემა წერს, „იუვეს“ ბოსებმა ფეხბურთელს უკვე აცნობეს, თავიანთი უკმაყოფილების შესახებ, თუმცა ამჯერად სამხრეთ ამერიკელი დაჯარიმებას გადაურჩა. შეგახსენებთ, რომ კოშტა ამჟამად …

სრულად წაკითხვა »

იტალია “ალიანც სთედიუმზე” ითამაშებს

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის მატჩს ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ ჩაატაებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს. 11 ივნისს, იტალია „იუვეს“ საშინაო არენაზე ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებს. „სკუადრა აძურას“ ტურინში აქამდე 38-ჯერ უთამაშია (24 მოგება, 9 ფრე, 5 წაგება). უშუალოდ „ალიანც სთედიუმს“ იტალიას აქამდე ოთხი …

სრულად წაკითხვა »

ხამესის მამა: “ჩემი შვილისთვის “იუვე” კარგი ვარიანტია”

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ხამესს როდრიგესს ბოლო დროს „იუვენტუსს“ უკავშირებენ და ამ საკითხზე ღიად ისაუბრა ფეხბურთელის მამამ, უილსონ როდრიგესმა. მისი განცხადებით, ხამესისთვის „იუვე“ კარგი ვარიანტია: „ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ძალიან მშვიდადაა და „ბაიერნში“ ისეთი ბედნიერი აღარაა, როგორც ადრე. იმის გათვალისწინებთ, რას წარმოადგენს ახლა იტალიური ფეხბურთი, ხამესისთვის „იუვენტუსში“ გადასვლა კაგი გადაწყვეტილება იქნება. …

სრულად წაკითხვა »