მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 640)

თეგის არქივი: იუვენტუსი

სიმეონეს დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე შესაძლოა დაისაჯოს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, უეფას სადისციპლინო კომიტეტი არგენტინელი სპეციალის უხამს საქციელზე იმსჯელებს, რომელიც „იუვენტუსთან“ თამაშის დროს გამოავილნა. შედეგად, შესაძლოა სიმეონეს მინიმუმ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს, რაც გულისხმობს, რომ საპასუხო შეხვედრაში სათადარიგო სკამზე არ იქნება. აღნიშნულ საკითხზე უეფას ოფიციალურად განცხადება ჯერ არ გაუვრცელებლია. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “დასრულებული არაფერია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ Tuttosport-თან ისაუბრა. იტალიელმა მცველმა „ატლეტიკოსთან“ ბრძოლაში დარჩენილ შანსებზე გააკეთა კომენტარი: „იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ არაფერი დასრულებუა. „ატლეტიკოსგან“ ასეთი თამაში სიურპრიზი იყო? არა, ვიცოდით, როგორი თამაში იქნებოდა. არც მეტი, არც ნაკლები ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდით. თუმცა, ეპიზოდებმა სხვაობა გამოიწვია, ჩვენ ყველამ ცუდად ვითამაშეთ. საპასუხო შეხვედრაში აქტიურად …

სრულად წაკითხვა »

საკი: ჩემპიონთა ლიგის მოგება შემტევი ფეხბურთითაა შესაძლებელი”

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი მასიმილიანო ალეგრის აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგება იმ სტილით, რომელსაც ალეგრი ანიჭებს უპირატესობას, შეუძლებელია. გარდა ამისა, საკისთვის „იუვეს“ წაგება მოულოდნელი აღმოჩნდა: „იუვეს“ მარცხი ჩემთვის სიურპრიზი იყო, „ატლეტიკო“ ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში არ ყოფილა. თუმცა, ევროპაში გამარჯვება მხოლოდ შემტევი, დომინანტური ფეხბურთითაა შესაძლებელი“, – თქვა საკიმ.

სრულად წაკითხვა »

Mirror: ზიდანი “იუვეში” მიმდინარე მოვლენებს აკვირდება

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხმა მასიმილიანო ალეგრის მომავალი „იუვენტუსში“ ბუნდოვანი გახადა. „ბებერი სინიორა“ იტალიის თასსუკვე დაემშვიდობა და თუ ჩემპიონთა ლიგასაც გამოეთხოვა, მაშინ სეზონი ჩავარდება. კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ ტურინელთა ბოსებს სერია A-ში გამარჯვება შვებას კმაყოფილებას არ მოგვრის. ამიტომ, უკვე დაირხა ხმები, რომ ზაფხულში მასიმილიანო პოსტს დატოვებს. ბრიტანული Mirror-ის ცნობით, უმუშევრად …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე დაეცა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ მარცხი „იუვენტუსისთვის“ არამხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური თვალსაზირისთაც დიდი დარტყმა გამოდგა. იტალიური მედიის ცნობით, მადრიდში წაგების მერე ტურინელთა აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 10%-ით დაეცა. შედეგად, თუ „იუვე“ მეოთხედფინალში ვერ გავა დაახლოებით 10.5 მილიონ ევროს იზარალებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 მარტს ტურინში გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

Corriere Dello Sport: “მანჯუკიჩმა ყველაზე ცუდად ითამაშა”

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონის უცუდესი თამაში მადრიდში ჩაატარა და „ატლეტიკოსთან“ 0:2 წააგო. ავტორიტეტულმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა ფეხბურთელებს 10-ქულიანი სისტემით შეაფასა. ხსენებული გამოცემის ვერსიით, ტურინელთაგან საუკეთესო ვოიცეხ შჩესნი იყო, ხოლო ყველაზე ცუდი შეხვედრა მარიო მანჯუკიჩმა ჩაატარა, რომელმაც ორი „საგოლე პასი“ ჩაიწერა აქტივში. შჩესნი – 6.5 დე შილიო – 5.5 ბონუჩი – …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი ძანიოლოს აგენტს მადრიდში შეხვდა

ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველის ნიკო ძანიოლოს ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს. ამისთვის საწყისი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. Tuttosport-ის ინფორმაციით, სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ძანიოლოს აგენტ კლაუდიო ვიგორელის მადრიდის სასტუმროში შეხვდა. შეხვედრა Hotel Gran Melia Fenix-ში შედგა, სადაც თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუსთან დაიწყო მოლაპარაკებები და საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ჯერჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა ფაქტია …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “20 დღე გვაქვს”

მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, „იუვეს“ 20 დღე აქვს სიტუაციის შესაცვლელად. ამის შესახებ მაქსმა სოციალურ ქსელში დაწერა. „20 დღე. 20 დღე, რომ მზად ვიყოთ ცოცხალი გამოწვევისთვის და გამარჯვებისთვის. ყველა ერთად. Fino alla fine”, – დაწერა ალეგრიმ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ „იუვესა“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო შეხვედრა 12 მარტს ტურინში გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

პირლო: “როდესაც “იუვეს” ფეხბურთელი ხარ, ზეწოლას თავი უნდა გაართვა”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაშ „ატლეტიკოსთან“ ანდრეა პირლომ შეაფასა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, „იუვესგან“ თამაშის სურვილი ვერ დაინახა. „ასეთი ზეწოლა ნორმალურია, როდესაც მსგავსი მაღალი მიზნისთვის თამაშობ. როდესაც „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ხარ, ასეთ ზეწოლას თავი უნდა გაართვა და აჩვენო ის, რაც გაქვს. სამწუხაროდ, ამ საღამოს ეს ვერ ვნახე. სამაგიეროდ ვნახე გუნდი პიროვნების გარეშე და მცირე …

სრულად წაკითხვა »

მორატა: „ეს არასოდეს გამეორდება“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა, თუმცა გააუქმეს. სანამ ვიდეორეფერი გოლს გააუქმებდა, მანამდე ესპანელმა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი აღნიშნა. ამის შესახებ ალვარომ მატჩის მერე განმარტება გააკეთა: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, „იუვე“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ტურინში ადვილი არაფერი იქნება, ომს ველოდებით. მინდა, ჩემს ყოფილ ქომაგებს მივესალმო, წარსულში …

სრულად წაკითხვა »