მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 632)

თეგის არქივი: იუვენტუსი

კიელინი ისტორიის დაწერასთან ერთ ნაბიჯშია

ჯორჯო კიელინი ისტორიის დაწერას აგრძელებს. მასიმილიანო ალეგრიმ დააანონსა, რომ კიელინი „უდინეზესთან“ არ ითამაშებს, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, ან შეცვლაზე მაინც ჩაერთო თამაშში, ეს მისთვის „იუვეს“ მაისურით მე-500 თამაში იქნება. ეს ნამდვილად ისტორიაა, რადგან „ბებერი სინიორას“ რიგებში მსგავსი შედეგით მხოლოდ ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუიჯი ბუფონი, გაეტანო შირეა და ჯუზეპე ფურინიო დაიკვეხნიან.

სრულად წაკითხვა »

ტონი ადამსი: “არსენალი” “იუვენტუსზე” დიდი გუნდია”

ლონდონის „არსენალის“ კაპიტანი ტონი ადამსი მიიჩნევს, რომ „არსენალი“ „იუვენტუსზე“ დიდი გუნდია. ამიტომ, მას ვერ გაუგია, რატომ გადავიდა აარონ რემზი ლონდონიდან ტურინულ გრანდში. „რატომ გადავიდა რემზი „იუვენტუსში“? კლუბში, რომელიც „არსენალზე“ პატარაა. ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვფიქრობ, მაგრამ სხვა ადამიანები განსხვავებულად ფიქრობენ, შესაძლოა, რომ „კარდიფი“ უფრო დიდი გუნდია“, – განაცხადა ადამსმა. …

სრულად წაკითხვა »

დავიდე ნიკოლა: “იუვეს” ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოს ვუსურვებ”

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ნიკოლამ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მეტოქეს პრობლემები არ აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე დიდ წარმატებას უსურვებს. „სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში „იუვენტუსი“ არავის დაუმარცხებია და თუ ეს გვინდა, მაშინ რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ. თუმცა, რეალისტი ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვება იქნება გასაოცარი. …

სრულად წაკითხვა »

სიმეონე სასჯელს გადაურჩა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „იუვენტუსთან“ სათადარიგო სკამზე იქნება. უეფაში არგენტინელის ჟესტზე იმსჯელეს, თუმცა მხოლოდ ფინანსური ჯარიმა დააკისრეს. სიმეონე 20 ათას ევროს გადაიხდის, ხოლო გუნდს ჩვეულებრივ უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ატლეტიკოს“ 12 მარტს უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მზად ვართ, რომ მშვიდად და ცივი გონებით ვითამაშოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ხვალინდელ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. შემადგენლობა კარს შჩესნი დაიცავს, დაცვაში ბონუჩი და კიელინი არ ითამაშებენ. არსებობს შანსი, რომ ბარძალი პირველივე წუთიდან იყოს მოედანზე, ისევე, როგორც კინი. დღეს, დიბალამ და მანჯუკიჩმა განცალკევებით ივარჯიშეს. პაულო გაცილებით …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” მორიგი ვარჯიში “უდინეზესთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსი“ „უდინეზესთან“ მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ტურინელებმა დღეს მორიგი საწვრთნელი პროცესი ჩაატარეს, რომელიც თითქმის მთლიანად ბურთთან მუშაობას დაეთმო. „იუვე“ ხვალ დილით კონტინასას ბაზაზე ისევ ივარჯიშებს, ხოლო ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მასიმილიანო ალეგრი მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა 8 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

თებერვლის MVP – პაულო დიბალა

ტურინის „იუვენტუსის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად პაულო დიბალა დასახელდა. არგენტინელმა გასულ თვეში ორი გოლი გაიტანა – „ფროზინონესთან“ ეფექტური დარტყმით და „ბოლონიასთან“ გადამწყვეტი. დიბალა კუთვნილ ჯილდოს „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ მატჩის დაწყებამდე მიიღებს.

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “რეალის” წაგება კრიშტიანუსთვის და “იუვესთვის” დიდი მოტივაციაა”

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, რომელიც ამჟამად Sky Sport-ზე ექსპერტად მუშაობს, „რეალის“ წაგებას „იუვენტუსთან“ აკავშირებს. კაპელოს განცხადებით, „სამეფო კლუბის“ გამოვარდნა კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსისთვის“ დიდი სტიმული იქნება. გარდა ამისა, ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან ორივე მადრიდული გუნდის გამოვარდნა კარგი იქნება იმის ფონზე, რომ ფინალს ეს ქალაქი უმასპინძლებს. „ეს არის მარცხი, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

შევჩენკო: “იუვენტუსი” ყოველწელს პროგრესირებს”

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო ტურინის „იუვენტუსისა“ და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ Goal-თან საუბრობს. ლეგენდარული უკრაინელის განცხადებით, რონალდუ „იუვეს“ ძალიან კარგად მოერგო, ხოლო ტურინულები ყოველწელს პროგრესირებენ. „ბოლო 5 წელიწადში „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა და ეს მნიშვნელოვანი შედეგია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ფინალში გამარჯვება ძალიან რთულია. გუნდის ხელმძღვანელობა ყოველთვის …

სრულად წაკითხვა »

Tuttosport: კონტე და პირლო ერთად დაბრუნდებიან!

მორიგი ახალი ცნობები ტურინიდან. Tuttosport-ის ბოლო ინფორმაციით, „იუვენტუსში“ ანტონიო კონტე დაბრუნდება. იტალიელ სპეციალისტის ფაბიო პარატიჩი ლობირებს და მიუხედავად იმისა, რომ ანდრეა ანიელის ფავორიტი ზინედინ ზიდანია, „იუვეს“ ყოფილი კაპიტანი დაუბრუნდება. კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემთხვევაში გუნდში ანდრეა პირლოც დაბრუნდება, რომელიც მისი ასისტენტი იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ბოლო პერიოდში ალეგრის …

სრულად წაკითხვა »