მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 629)

თეგის არქივი: იუვენტუსი

კანსელუ: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჟოაუ კანსელუმ „ატლეტიკოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი მცველის განცხადებით, „იუვემ“ ეს გამარჯვება დაიმსახურა. „გუნდის გამარჯვება მნიშვნელოვანია. ამ კვირაში კარგად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ ეს წარმატება და ამ ანგარიშით გამარჯვება. რონალდუ? საოცარია. ახლა ჩემპიონატზე ვფიქრობთ, გვინდა გენუაში გავიმარჯვოთ“, – თქვა კანსელუმ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი მოახერხა …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “მაგიური საღამო იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოსთან“ (3:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტურინელებმა სწორედ იმისთვის იყიდეს, რაც გააკეთა. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ ფინალზე საუბარი ნაადრევია და გუნდმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს. „განსაკუთრებული საღამო უნდა ყოფილიყო და ასეთიც გამოვიდა. არამხოლოდ გოლების, არამედ მთლიანად გუნდის გამო. ეს ჩემპიონთა ლიგის მენტალიტეტია და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ჩემს კრიტიკოსებს ექიმთან მისვლას ვურჩევ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატლეტიკოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა დიდებული თამაში ჩაატარა და სიმწიფე გამოაჩინა. „ბიჭებმა თამაშს შესანიშნავი ორგანიზება გაუწიეს, სწრაფად ვთამაშობდით და მოედნის ყველა წერტილში ვიყავით. პირველ შეხვედრაშიც ასე თამაში გვინდოდა, მაგრამ მაშინ რაღაც შეიცვალა. დღეს კი, ძალიან დიდი სიმტკიცე გამოვაჩინეთ. ამ …

სრულად წაკითხვა »

ქამ-ბექი!

ქამ-ბექი შედგა! მასიმილიანო ალეგრიმ სიტყვა შეასრულა და „ატლეტიკოსთან“ მძიმე სიტუაციიდან „იუვენტუსმა“ თავი დაიძვრინა. ტურინელებმა სეზონში უდაოდ საუკეთესო თამაში აჩვენეს და მეტოქეს შანსი საერთოდ არ დაუტოვეს. ამაზე სტატისკისაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც ტურინელებმა მეტოქეს უბრალოდ გადაუარეს. „ატლეტიკოს“ კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამს და საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. საპასუხოდ, „იუვეს“ ყველა ფეხბურთელი დიდებულად …

სრულად წაკითხვა »

ტუდორი: “იუვე” შემდეგ ეტაპზე გავა, თუ ისე ითამაშებს, როგორც იცის”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა იგორ ტუდორმა Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვეს“ „ატლეტიკოს“ ბარიერის გავლა თავისუფლად შეუძლია. ამისთვის „ბებერ სინიორას“ ისეთი თამაში დასჭირდება, როგორც იცის – აგრესიული. – ფიქრობთ, რომ „იუვენტუსი“ მეოთხედფინალში გავა? – ვფიქრობ, „იუვენტუსი“ ძალიან მოტივირებული იქნება და მშვიდად შეუძლია ამ ეტაპის გავლა თუ ისე ითამაშებს, …

სრულად წაკითხვა »

კრესპო: “ბოდიში სიმეონეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე “იუვენტუსი” გავა”

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ერნან კრესპო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ „ატლეტიკოს“ ბარიერს დაძლევს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავა. სამხრეთ ამერიკელმა ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ს განუცხადა: „ჩოლო სიმეონე ძვირფასი მეგობარია, მაგრამ ამჯერად ტურინში 11 ლომის წინაღმდეგ მოუწევს დაპირისპირება, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ მადრიდში განცდილი მარცხი გამარჯვებად გადააქციონ. „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “თუ კარგად ვითამაშებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხეებს შეეხო. კრიშტიანუს განცხადებით, ესპანეთი არ ენატრება და იტალიაში ბედნიერია. გარდა ამისა, პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ სერია A-ში გოლების გატანა უფრო რთულია, ვიდრე ლა ლიგასა და პრემიერლიგაში. რონალდუ ასევე შეეხო დღეს, „ატლეტიკოსთან“ გასამართ მატჩს და თქვა, რომ თუ „იუვე“ კარგად …

სრულად წაკითხვა »

ზიდანის “რეალში” დაბრუნების შემდეგ ანიელის გეგმა შეეცვალა

ზინედინ ზიდანის „რეალში“ დაბრუნებამ „იუვენტუსის“ გეგმები მომავალი მწვრთნელის შესახებ შეცვალა. აქამდე, ფრანგი მთავარი კანდიდატად განიხილებოდა, ესპანური, ფრანგული და იტალიური მედია დარწმუნებული იყო, რომ ზიდანი იტალიაში დაბრუნებოდა, მაგრამ ყველაფერი სწრაფად შეიცვალა. ახლა კი, Tuttosport-ი ფავორიტად კიდევ ერთ ფრანგს, დიდიე დეშამს ასახელებს. ის ამჟამად საფრანგეთის ნაკრებში მუშაობს და ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ატლეტიკოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე იტალიური გამოცემების მასიმილიანო ალეგრის გუნდის სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებენ. ალეგრის სასტარტო 11-ეული სავარაუდოდ ასეთი იქნება: შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 23:55 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »