მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 527)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“ვინც არ ხტუნავს ბიანკონეროა” – ამ შეძახილზე კონტე ადგილზე დარჩა [VIDEO]

“ინტერის” გულშემატკივრებმა კლუბის მესამე ფორმის პრეზენტაციის დროს, რომელსაც მთელი გუნდი და მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ესწრებოდა, შესძახეს: Chi non salta bianconero e (ვინც არ ხტუნავს ბინაკონეროა), თუმცა ანტონიო კონტე ფანებს არ აჰყოლია. კონტე გაღიმებული სახით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა. შეგახსენებთ, ანტონიოს “იუვენტუსში” 16 წელი აქვს გატარებული. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ყველა ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში

Gazzetta Dello Sport-მა იტალიური გუნდების სახელფასო ბიუჯეტი გამოავლინა. მათ შორის, ცხადია „იუვენტუსის“ ფეხბურთელთა გასამრჯელოც ცნობილია და როგორც გაირკვა, ტურინული გრანდი წელიწადში მხოლოდ ხელფასის სახით 147 მილიონ ევროს იხდის. ეს ეხება სუფთა ხელფასს, ხოლო საგადასახოდ სისტემით აღნიშნული მაჩვენებელი 250 მილიონ ევროს აღემატება. ყველაზე მეტს ბუნებრივია კრიშტიანუ რონალდუ გამოიმუშავებს, ხოლო მეორე ადგილზე …

სრულად წაკითხვა »

დიბალამ შესაძლოა “იუვე” ზამთარში დატოვოს

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, პაულო დიბალამ შესაძლოა მიმდინარე სეზონი „იუვენტუსში“ მაინც ვერ ჩაამთავროს. Tuttosport-ის ცნობით, ის რაც არ მოხდა ზაფხულში, შეიძლება მოხდეს ზამთარში. დიბალას გაყიდვას ტურინელები იანვარში მაინც ფიქრობენ და ფეხბურთელით პსჟ, „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერი“ არიან დაინტერესებული. სამივე გუდი მზადააპაულო ზამთარში შეიძინოს და დანარჩენი მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი შანსს სეზონის ბოლომდე მიიღებს

ტურინის „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბმა გონსალო იგუაინისთვის შანსის მიცემა სეზონის ბოლომდე გადაწყვიტა.Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „პიპიტას“ ზამთარში შესაძლო გაყიდვის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ზაფხულში კი, იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ სეზონს ჩაატარებს არგეტინელი ფორვარდი. შეგახსენებთ, რომ იგუაინი „იუვენტუსს“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და თავდაპირველად კლუბის მისი გასხვისება სურდა, მაგრამ გონსალო …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” შემადგენლობის ღირებულების მიხედვით მსოფლიოში მეხუთეა

Cies-მა გუნდების ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობების სია გამოაქვეყნა. საქმე ეხება მოქმედი შემადგენლობების შესაქმენლად დახარჯულ თანხებს. როგორც აღმოჩნდა, „იუვენტუსს“ იმ შემადგენლობის შესაკრებად (შესასყიდად) 719 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწია და ეს მეხუთე შედეგია მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო იტალიაში საუკეთესოა. ლიდერი კი „მანჩესტერ სიტია“, რომელმაც შემადგენლობისთვის მილიარდ ევროზე მეტი გაიღო და პირველი კლუბი გახდა ისტორიაში, …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “არასდროს მიფიქრია “იუვეს” დატოვება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ ჯოვანი ბრანჩინის სიტყვები უარყო, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელის მიმართ რამდენიმე კვირის წინ სერიოზულ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენდა. დუგლასმა ინსტაგრამში სთორიში დაწერა: „ვწერ, რომ უარვყო დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ჩემი სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი. არასდროს მიფიქრია ტურინის დატოვება და თავიდანვე ნათელი გახლდათ, რომ აქ …

სრულად წაკითხვა »

სარიმ რონალდუს 40 გოლზე მეტის გატანა დაავალა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუს სეზონის მიზანი დაუსახა. როგორც Tuttosport-ი წერს, იტალიელმა სპეციალისტმა პორტუგალიელს უთხრა, რომ ამ სეზონში მინიმუმ 40 გოლი უნდა გაიტანოს. „მინდა, რომ ამ სეზონში 40-ზე მეტი გოლი გაიტანო“, – უთქვამს სარის კრიშტიანუსთვის. ჯერჯერობით, რონალდუს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 2 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი, როდესაც „ნაპოლის“ დამწუხრება …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ბარძალის დაბრუნებას ოფიციალურად დაადასტურებს

ანდრეა ბარძალის „იუვენტუსში“ დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. Tuttosport-ის ცნობით, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ადგილს მაურიციო სარის სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს და დაცვის ხაზის დამხმარედ იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია სანაკრებო პაუზის შემდეგ ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. შეგახსენებთ, რომ ბარძალი „იუვეში“ 2011-2019 წლებში თამაშობდა და კარიერა მიმდინარე წლის მაისში დაასრულა.

სრულად წაკითხვა »

JEEP “იუვენტუსთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ტურინის „იუვენტუსი“ და კომპანია JEEP-ი მზად არიან თანამშრომლობა განაახლონ. იტალიური მედის ცნობით, ამერიკული მხარე მზადაა „იუვეს“ გაცილებით სარფიანი კონტრაქტი შესთავაზოს. JEEP-ი მზადაა წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამ მხრივ თითქმის გაუტოლდეს მეორე სპონსორ Adidas-ს, რომელიც სეზონში 51 მილიონ ევროს იხდის. შეგახსენებთ, რომ JEEP-ი „იუვენტუსის“ მთავარი სპონსორი 2012წლის ზაფხულიდანაა.

სრულად წაკითხვა »

“ალიანც სთედიუმი” იუბილიარია

„როგორც იქნა, ჩვენ საკუთარი სახლი გვაქვს, არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს, საოცარი გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის ერთიანები არიან. დღე და ხვალ, მზად ვართ ერთად ვიყვიროთ: Fino Alla Fine!”, – ეს სიტყვები 8 წლის წინ ანდრეა ანიელიმ წარმოთქვა. 2011 წლის 8 სექტემბერს „ალიანც სთდიუმი“ საზეიმოდ გაიხსნა და შესაბამისად, დღეს 8 წლის იუბილე აქვს. რვა …

სრულად წაკითხვა »