მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 526)

თეგის არქივი: იუვენტუსი

სარის ოფიციალური დებიუტი “ფიორენტინასთან” შედგება

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გამოჯანმრთელდა და მისი ოფიციალური დებიუტი „ფიორენტინასთან“ შედგება. იტალიელი სპეციალისტი პარაკსევს მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო შაბათს სათადარიგო სკამზე იქნება. მოგეხსენებათ, სარის საწყისი ორი ტური პნევმონიის გამო გაუცდა და მის ნაცვლად გუნდს ჯოვანი მარტუშიელო ხელმძღვანელობდა. „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. …

სრულად წაკითხვა »

დანი ალვეში: “ზაფხულში “იუვენტუსში” დაბრუნების შანსი მქონდა”

„სან პაულუს“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რო გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნება შეეძლო, მაგრამ სამშობლოში გადაბარგება ამჯობინა. „ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნების შანსი მქონდა, ისევე როგორც „ბარსელონაში“, რადგან ეს მინდოდა. შემდეგ კი ვიფიქრე: რას მომცემს ეს გუნდები? უკეთესი ფეხბურთელი გავხდები თუ ადამიანი? მინდოდა გამეგო რა იყო ჩემი შანსი იმ მომენტში. „სან პაულუში“ …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი: “ბედნიერი ვარ, რომ დავრჩი, 21 ნომერი ჩემი არჩევანია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია ტურინში დარჩენით. არგენტინელმა ასევე განმარტა მიზეზი თუ რატომ აირჩია 21 ნომერი. „როდესაც დავბრუნდი, არავის არაფერი უთქვამს, აქ სამუშაოდ დავბრუნდი და ვცდილობ დავამტკიცო ჩემი ღირებულება. პირველივე დღიდან „იუვეში“ დარჩენა მინდოდა და შესაბამისად, დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით. ეს დიდი გუნდია და …

სრულად წაკითხვა »

მოურინიო: რონალდუ ფენომენია და ასეთი მენტალიტეტი იშვიათია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ჯოზე მოურინიო აქებს. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისთვის გასაკვირი არაა, რასაც კრიშტიანუ 34 წლის ასაკში აკეთებს. „ის ფენომენია, მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს და ყოველთვის უფრო მეტს აკეთებს. სხვა მიზანი არ აქვს. შესაბამისად, საერთოდ არ მიკვირის მისი შედეგები, რადგან ასეთი მენტალიტეტი ძალიან იშვიათია. არც ის გამიკვირდება, რომ გოლების …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ფიორენტინასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ მატჩს 14 სექტემბერს, ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს. ეს იქნება პირველი მატჩი მაურიციო სარისთვისაც, რომელიც გამოჯანმრთელდა და გუნდს სათადარიგო სკამიდან გაუძღვება. იტალიური მედიის ცნობით, სარი ძირითად შემადგენლობაზე უკვე პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია და მხოლოდ ერთი საკითხი აქვს გადასწყვეტი, მატუიდი თუ რაბიო სასტარტოში. სავარაუდო შემადგენლობა კი დღევანდელი მონაცემებით ასეთია: …

სრულად წაკითხვა »

მანჯუკიჩმა ყატარში გადასვლაზე უარი თქვა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ყატარში გადასვლაზე უარი თქვა, სადაც სატრანსფერო ფანჯარა 30 სექტემბრამდეა ღია. თუმცა, ხორვატმა ამ მომენტისთვის ტურინში დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა. ხორვატ ფორვარდს ყატარში „ალ-გარაფა“ ეპატიჟებოდა და სარფიან კონტრაქტსაც სთავაზობდა, მაგრამ მარიოს ჯერ ევროპაში თამაში ურჩევნია. შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს …

სრულად წაკითხვა »

ტაკონი: “ქველმოქმედები ვიყოთ და სკუდეტო სხვამ მოიგოს, ოღონდ “ინტერმა” არა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ უნდა, სკუდეტოზე აქცენტი არ უნდა გააკეთოს. თანაც, ვეტერანი მეკარე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება სხვა გუნდებიც თუ გაიხარებენ, მთავარია ეს „ინტერი“ არ იყოს. სკუდეტო – ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონში „იუვემ“ რაღაც უნდა დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არმგონია, რომ ყველაფერი …

სრულად წაკითხვა »

იტალიელი ჟურნალისტი: “დროა დიბალამ დაამტკიცოს, რომ დიდი ფეხბურთელია”

იტალიელი ჟურნალისტი ჯანკარლო პადოვანი პაულო დიბალას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ დროა არგენტინელმა თავისი სიტყვა თქვას და დაამტკიცოს, რომ დიდი მოთამაშეა. „გასული სეზონი კარგი არ ყოფილა, ეს ცუდი სეზონი იყო. მართალია, რომ კარიდან 40 მეტრის დაშორებით თამაშობდა, მაგრამ ის თავდამსხმელია და არა ცრუ ცხრიანი. პრაქტიკულად ორჯერ გაიყიდა, თუმცა უარი თვითონ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ჰავერცის შეძენას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა 2020 წლის ზაფხულზე ფიქრს აქედანვე იწყებს და სატრანსფერო გათვლებს აკეთებს. Tuttosport-ის ცნობით, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლევერკუზენის „ბაიერის“ 20 წლის შემტევი კაი ჰავერცი იქნება. გერმანელი ფეხბურთელი სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ ითამაშებს „იუვეს“ წინააღმდეგ და ფეხბურთელზე ახლოდან დაკვირვების შესაძლებობაც ექნებათ. ჰავერცს „ლევერკუზენთან“ მიმდინარე კონტრაქტი …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს პოკერი პორტუგალიის ნაკრებში

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში პოკერი შეასრულა. პორტუგალიამ ლიეტუვას 5:1 აჯობა, ხოლო 34 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო. რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 25 გოლის გატანა შეძლო და ეს ყველა დროის რეკორდია. აქამდე, პირველ პოზიციაზე რობი კინი იყო 23 გოლით, მაგრამ ხსენებული პოკერით რონალდუმ გადაასწრო. სანაკრებო პაუზა …

სრულად წაკითხვა »