მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 516)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ისკოს “იუვენტუსში” ტრანსფერი სარიმ ჩაშალა

ესპანური მედიის ცნობით, მაურიციო სარიმ ტურინის „იუვენტუსში“ ისკოს ტრანსფერი ჩაშალა. Don Balon-ი წერს, რომ ტურინელები მადრიდის „რეალთან“ და თავად ფეხბურთელთან ჯერ კიდევ მასიმილიანო ალეგრის დროს შეთანხმდნენ. „სამეფო კლუბი“ 70-80 მილიონ ევროს მიიღებდა, ხოლო ფეხბურთელის გასამრჯელო სეზონში 10 მილიონი ევრო იქნებოდა. „იუვე“ მზად იყო ისკოს სანაცვლოდ პაულო დიბალა ან დუგლას კოშტა …

სრულად წაკითხვა »

სარი: “3 ცენტრალური მცველით თამაში? გამორიცხულია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სპალთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ დაცვის ფლანგებზე შექმნილი ვითარების მიუხედავად, სამ მცველიანი ტაქტიკით თამაშს არ აპირებს. „სამი მცველი? ჩემთვის ეს რთული წინადადებაა. რომელ ცენტრალურ მცველს შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში? ყველა მემარჯვენეა, ამიტომ ორმაგი სირთული წინაშე ვდგავართ, გარდა იმისა, რომ პოზიციის შეცვლა …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ბარძალი დე ლიხტის პირადი მენტორი გახდა

ანდრეა ბარძალი დე ლიხტის ინდივიდუალური მენტორი გახდა

ტურინის იუვენტუსის ყოფილი მცველი ანდრეა ბარძალი ახალბედა მატეის დე ლიხტის პირადი მენტორი გახდა. ჰოლანდიელი ფეხბურთელი ტურინულ გუნდს ზაფხულში შეუერთდა. ამჟამად მატეისი გუნდში ადაპტაციას გადის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის მოთხოვნების მიხედვით. ბარძალი იმედოვნებს, რომ სწავლება დე ლიხტს სწრაფ ინტეგრაციაში დაეხმარება.

სრულად წაკითხვა »

ცოტა რამ იუვენტუსის სასტუმროს შესახებ

2013 წელს „იუვენტუსმა“ ტურინის მუნიციპალიტეტს 11,7 მილიონი ევრო გადაუხადა. კლუბმა 99 წლით იქირავა მიწის ნაკვეთი 17,6 ჰექტარის ფართობით კონტინასას რაიონში, სტადიონის მახლობლად. 2019 წელს „იუვემ“ დაასრულა პროექტი „J Village“, ულტრათანამედროვე კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზე მდებარეობს სასწავლო ცენტრი, კლუბის ოფისი, სამედიცინო ცენტრი, სასტუმრო, მედია-ცენტრი, კონცეპტ-სტორი და საბავშვო სკოლა. ბოლოს ოთხვარსკვლავიანი „J Hotel“ …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსს” დაუბრუნდა

„იუვენტუსის“ ბანაკიდან კარგი სიახლეა. კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მოიშუშა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. პორტუგალიელმა „ბრეშასთან“ მატჩი კუნთების ტკივილისა და დისკომფორტის გამო გამოტოვა, თუმცა, დღეს საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანუ შაბათს, „სპალთან“ შეხვედრაში მოედანზე გასვლას მოახერხებს.

სრულად წაკითხვა »

იგუაინი: “იუვეში” ორი წელი დავრჩები, შემდეგ “რივერში” დაბრუნებას არ გამოვრიცხავ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი „რივერ პლეიტში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, ორი წელი, კონტრაქტის ამოწურვამდე ”იუვეში“ დარჩება, შემდეგ კი „რივერში“ სიამოვნებით დაბრუნდება. „ახლა აქ ვრჩები, მანამდე, სანამ კონტრაქტი მაქვს. წელს და შემდეგ წელს. „რივერისთვის“ კარი არასდროს დამიხურავს, ყოვლეთვის ვუყურებ მის თამაშებს. ბედნიერი ვარ, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს ჯარიმების საშინელი სტატისტიკა “იუვენტუსში”

კრიშტიანუ რონალდუს ტურინის „იუვენტუსში“ საჯარიმოების შესრულების საშინელი სტატისტიკა აქვს. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა „იუვეს“ მაისური მოირგო ყველა ტურნირის ჩათვლით 24 ჯარიმა დაარტყა და ჯერჯერობით გოლი ვერ გაიტანა. ხსენებული 24 დარტყმიდან რონალდუმ 15-ჯერ ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა, 2-ჯერ კარს ააცილა, ხოლო 7-ჯერ მეკარემ აჯობა. უშუალოდ სერია A-ში კი, 18 უშედეგო მცდელობა …

სრულად წაკითხვა »

სარი ტაქტიკას ცვლის – რემზისა და დიბალას როლი იზრდება

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ტაქტიკურ სქემას ცვლის. სეზონი „ბებერმა სინიორამ“ 4-3-3 სქემით დაიწყო, მაგრამ ბოლო შეხვედრაში „ბრეშასთან“ სარიმ 4-3-1-2 გამოიყენა. ბევრის მოსაზრებით, ტურინელებმა სწორედ ლომბარდიაში ჩაატარეს საუკეთესო შეხვედრა მიმდინარე სეზონში. გარდა ამისა, „იუვეს“ შეტევაში ფლანგებზე პრობლემები წარმოექმნა და სარი იძულებული გახდა სქემა შეეცვალა. დუგლას კოშტა ტრავმირებულია, ხუან კუდრადო …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” დაცვის ფლანგებზე სიტუაცია კრიტიკულია – სარი მხოლოდ კუადრადოს იმედად დარჩა

„ბრეშასთან“ ბოლო შეხვედრამ „იუვენტუსს“ სატურნირო ცხრილში სამი ქულა შემატა, მაგრამ ასევე დაუმატა პრობლემები დაცვაში, რადგან დანილო დაშავდა და როგორც გუშინ ვწერდით, ბრაზილიელი მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ (ოქტომბრის შუა რიცხვებში) დაუბრუნდება. გარდა ამისა, გუნდს ალექს სანდროც დააკლდა, რომელსაც ოჯახში ტრაგედია შეემთხვა, მამა გარდაეცვალა და პირველივე რეისით ბრაზილიაში გაფრინდა. სანდრომ კლუბს პირობა …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “იუვე” აქცენტს დიბალაზე თუ გააკეთებს, ტიტულის გარეშე დარჩება”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო „იუვენტუსს“ ურჩევს პაულო დიბალას არ დაეყრდნოს. „ფანტანტონიოს“ განცხადებით, დიბალა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, რომ ტურინელებს ტიტულები მოაგებინოს. „დიბალა? მახსოვს მასზე საუბრობდნენ, როგორც ახალ მესი „ბარსელონასთან“ დუბლისა და გამარჯვების შემდეგ. მოვისმინე ასტრონომიული ციფრები, 100 თუ 200 მილიონი. ჩემი აზრით, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »