მთავარი / სიახლეები / სარი: “3 ცენტრალური მცველით თამაში? გამორიცხულია”

სარი: “3 ცენტრალური მცველით თამაში? გამორიცხულია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სპალთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ დაცვის ფლანგებზე შექმნილი ვითარების მიუხედავად, სამ მცველიანი ტაქტიკით თამაშს არ აპირებს.

„სამი მცველი? ჩემთვის ეს რთული წინადადებაა. რომელ ცენტრალურ მცველს შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში? ყველა მემარჯვენეა, ამიტომ ორმაგი სირთული წინაშე ვდგავართ, გარდა იმისა, რომ პოზიციის შეცვლა მოუწევთ. ვნახოთ ჩვენს მემარცხენეებს შორის, რომელს უკეთ შეეძლება ამ როლში თამაში.

ანდრეა ბარძალის ივნისში ველაპარაკე, მაშინ მას სხვა გამოწვევებიც ჰქონდა და მკითხა, სექტემბერში შეეძლო თუ არა პასუხის გაცემა. ახლა კი ის ჩვენ ერთადაა.

იგუაინი თუ დიბალა? ვფიქრობ, რონალდუ დიდი ფეხბურთელია და შესაბამისად, ყველასთან ერთად შეუძლია თამაში. იგუაინს დიდიდ ტექნიკური უნარი აქვს, დიბალა შესანიშნავია და რონალდუ ჩემპიონი. მათ წყვილშიც შეუძლიათ თამაში და სამივეს ერთადაც. ემრე ჯანი?ეს ტექნიკური არჩევანია, მაგრამ ვარჯიშებზე მაღალი დონის რეაქცია გამოავლინა“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპალის“ შეხვედრა 28 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …