მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 508)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ბერნარდესკი: “ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიის ნაკრებში გოლი გაიტანა. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ 25 წლის შემტევმა კომენტარი გააკეთა. „შესანიშნავი საღამო იყო, ყველანაირად ემოციური. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ მრავლად მოვიდნენ სტადიონზე და თბილი საღამო შეგვიქმნეს. ჩემი გოლი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მთავარი გამარჯვება და კვალიფიცირება გახლდათ. ცხადია, სწორ გზას ვადგავართ, მოთმინებით ვითამაშეთ და …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა ბრუნდება

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა დაბრუნებასთან ახლოსაა. Tuttosport- ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად იქნება და „ბოლონიასთან“ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება. მოგეხსენებათ, დუგლასმა ტრავმა სექტემბერში, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ დაპირისპირება მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა. გარდა ამისა, „იუვეს“ მარჯვენა მცველები დანილო და მატია დე შილიო გამოუჯანმრთელდნენ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ …

სრულად წაკითხვა »

ბირინდელი: “კუადრადო კანსელუზე უკეთესი ფეხბურთელია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ბირინდელიმ Radio Sportiva-სთან ისაუბრა. იტალიელის განცხადებით, ხუან კუადრადო უკეთესი მცველია, ვიდრე ჟოაუ კანსელუ, რომელიც ტურინელებმა ზაფხულში გაყიდეს. გარდა ამისა, მატიას დე ლიხტისა და გონსალო იგუაინის შესახებაც გააკეთა კომენტარი: „უიღბლო ტრავმებით სარის გაუმართლა, რადგან კუადრადოს მცველად დაყენება მოუწია და გამოჩნდა, რომ კანსელუზე ძლიერი და თანამედროვე მარჯვენა …

სრულად წაკითხვა »

დი ლივიო: “სარი ძალიან კარგად მუშაობს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ განაცხადა, რომ „იუვემ“ მილანის „ინტერი“ ძალიან კარგ დროს დაამარცხა. ვეტერანი ნახევარმცველის თქმით, მაურიციო სარი გუნდის ღრმა შემადგენლობას შესანიშნავად მართავს. „იუვენტუსი“ საუკეთესო მომენტს უახლოვდება. მილანში, „ინტერთან“ გამარჯვება საჭირო მომენტში შედგა. დამსახურებულად, თავდაჯერებულად მოიგო და გამოჩნდა ის, რასაც სარი დიდი ხანია ამზადებდა. გუნდის შემადგენლობა ძალიან …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “ბოლონიასთან” მატჩისთვის 14 ფეხბურთელის გარეშე ემზადება

ტურინის „იუვენტუსი“ ეროვნულ ნაკრებებში მივლინებული ფეხბურთელების გარეშე, განახევრებული შემადგენლობით აგრძელებს ვარჯიშს. შვებულების შემდეგ საწვრთნელი პროცესი მეორედ ჩატარდა. იტალიური მედიის ცნობით, გუნდს დანილო და მატია დე შილიო დაუბრუნდნენ, რომლებიც წესით „ბოლონიასთან“ მატჩის მზად იქნებიან. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 14 ფეხბურთელის გარეშე ემზადება, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში შეკრებაზე არიან.

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტის თამაშმა ჰოლანდიის ნაკრებშიც კრიტიკა დაიმსახურა

მატიას დე ლიხტის სათამაშო ფორმა ისევ განსჯის საკითხია. 20 წლის ფეხბურთელმა „ინტერთან“ საკმაოდ ცუდი თამაში აჩვენა და არც ეროვნულ ნაკრებს გარჯილა უკეთესად. ჩრდილოეთ ირლანდიასთან დე ლიხტმა ერთ ეპიზოდში ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც ჰოლანდიას გაშვებულ გოლად დაუჯდა. ჯერ ბურთი ვერ ამოიტანა საჯარიმოდან, აეჭრა და შეტევა გაგრძელდა, ხოლო შემდეგ გოლის ავტორი ვერ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” შვებულება დაასრულა

ტურინის „იუვენტუსმა“ სამდღიანი შვებულება დაასრულა და კონტინასას ბაზაზე საწვრთნელი პროცესი განაახლა. ბუნებრივია, ვარჯიშზე ის ფეხბურთელები არ მონაწილეობდნენ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში ასპარეზობენ, ასეთი კი 14 მოთამაშეა. ხუთშაბათის ვარჯიშზე არ ყოფილა გონსალო იგუაინი, რომელიც შვებულებით სარგებლობდა და გუნდს პარასკევს შეუერთდა, როდესაც ვარჯიში დილითაა ჩანიშნული.

სრულად წაკითხვა »

აარონ რემზი: “იუვენტუსი” ფანტასტიკური გუნდია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ BBC-სთან ისაუბრა, რომელსაც განუცხადა, რომ „ბებერ სინიორაში“ გამარჯვება ყველაფერია. „იუვენტუსი“ ფანტასტიკური გუნდია, რომელიც დიდი ხანია დომინირებს. ვიცით, რომ სხვებმა მოუმატეს და ცდილობენ ჩვენი ძალაუფლების დაპატრონებას. თუმცა, როდესაც ამ გუნდში ხარ, გამარჯვება ყველაფერია და სწორედ ამისთვის ვიბრძვით“, – თქვა რემზიმ. შეგახსენებთ, რომ უელსელი ფეხბურთელი „იუვენტუსს“ გასულ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ერიკსენისთვის იბრძოლებს

ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენისთვის ბრძოლაში ერთვება. As-ის ცნობით, დანიელის ლონდონიდან წასვლა (იანვარში ან ზაფხულში) გადაწყვეტილია. ფეხბურთელის სამსახურით „რეალი“, „მანჩესტერი“ და „ბაიერნი“ არიან დაინტერესებულნი, მაგრამ „იუვენტუსიც“ აპირებს საქმეში ჩართვას და ერიკსენის ხელში ჩაგდებას თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდება. კრისტიან „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი: “ბედნიერი არ ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ბედნიერი არაა. გერმანელი ნახევარმცველი უკმაყოფილოა იმით, რომ მაურიციო სარი პრაქტიკულად თავის გამოჩენის შანსს არ აძლევს. „ამ მომენტში ბედნიერი არ ვარ. ბევრს არ ვთამაშობ, გასული სეზონისგან განსხვავებით, როდესაც მნიშვნელოვან მატჩებში მივიღე მონაწილეობა. როგორც შემიძლია სიტუაციის გამოსწორება? საქმის კეთებით. ჩემი შანსი …

სრულად წაკითხვა »