მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 386)

თეგის არქივი: იუვენტუსი

მოჯი: “იუვეს” მილიკი უფრო სჭირდება, ვიდრე იკარდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა ლუჩანო მოჯიმ მაურო იკარდისა და არკადიუშ მილიკის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. მოჯის „იუვენტუსში“ პოლონელის ხილვა უფრო უნდა, ვიდრე არგენტინელის. „მილიკი „იუვეში“? არ ვიცი როგორ დასრულდება, მაგრამ როდესაც მაურო იკარდიზე საუბრობენ, ეს მინდა გამოვრიცხო. თუ ახლა გონსალო იგუაინი სკამზე ხშირად ზის, რადგან რონალდუ და დიბალა თამაშობენ, წარმოიდგინეთ …

სრულად წაკითხვა »

მარჩელო ლიპი: “სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს”

„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, სკუდეტოსთვის ბრძოლაზეც გააკეთა კომენტარი. „ორი თვის შემდეგ ჩვენ ყველამ მოთმინება დავკარგეთ, რადგან ორი თვე სახლში ყოფნა ადვილი არაა. მაგრამ კმაყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” დემირალის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

ტურინის „იუვენტუსი“ მერიჰ დემირალის გასხვისების ვარიანტს არ განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელთა დაცვის ცენტრში დიდი კონკურენციაა, ხოლო თურქეს „მილანი“, „ატლეტიკო“ და „დორტმუნდი“ ეპატიჟება, დემირალი არ იყიდება. მერიჰმა თავიდანდე შეძლო თავისი მენტალიტეტითა და შესანიშნავი თამაშით „იუვენტუსის“ ქომაგების გულის მოგება და კლუბი მასში დიდ მომავალს ხედავს. აქედან გამომდინარე ტურინში გადაწყვეტილება მიიღეს და …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “იუვენტუსში” გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო”

ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. იტალიელმა ამის შესახებ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. „იუვენტუსში“ გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. 4 წლის განმავლობაში ოთხი სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი მოვიგე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე. ალეგრი და კონტე? ორივემ ბევრი რამ მასწავლა. გარედან ჩანდა, რომ ალეგრი იყო მწვრთნელი, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

ტონალიმ “იუვესა” და “ინტერს” შორის არჩევანი გააკეთა

სანდრო ტონალიმ „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის არჩევანი გააკეთა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, „ბრეშას“ ნიჭიერ ნახევარმცველს „ნერაძურის“ პროექტი უფრო მოსწონს და ურჩევნია მილანში გადაბარგდეს. ამის კიდევ ერთი მიზეზი ანტონიო კონტეა, რომლის სათამაშო სქემაში ტონალი ფიქრობს, რომ უფრო კარგად ჩაჯდება. იტალიელი ფეხბურთელი არჩევანს ისიც განაპირობებს,რომ „ინტერში“ სათამაშო პრაქტიკა უფრო მეტად ექნება. ცხადია, …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “გასაკვირი არაა ჯიჯის ახალი კონტრაქტი, 2022 წლის მუნდიალზე თამაში უნდა”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ამბობს, რომ ჯანლუიჯი ბუფონს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს. ამიტომ, არ უკვირს, რომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტს ახანგრძლივებს. „ბუფონის კონტრაქტის გახანგრძლივება? ეს გასაკვირი არაა. ჯიჯის სურს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს. ერთი წელი იქნება და შემდეგ ნახავთ, რომ ისევ გააგრძელებს. ფსონი დავდოთ?“, – …

სრულად წაკითხვა »

კანავარომ “ინტერიდან” “იუვენტუსში” გადასვლის მომენტი გაიხსენა

ფაბიო კანავარომ 2004 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც მილანის „ინტერიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა. „სულელი ხალხი ფიქრობდა: „მას არ უნდოდა აქ თამაში და მიზანმიმართულად აკეთებდა, მოჯი „იუვენტუსში“ ეპატიჟიბოდა“. ეს სისულელე იყო. შეცდომა დავუშვი, რომ არ გავჩერდი, რადგან „ინტერში“ წელიწადნახევარი ტრავმით ვთამაშობდი, რამაც გავლენა იქონია. თუმცა, ხალხს სჯეროდა, რომ მე არ მინდოდა მოედანზე გასვლა …

სრულად წაკითხვა »

მუნტარი: “ჩემი გოლი რომც ჩაეთვალათ, არ ვიცი მოვიგებდით თუ არა სკუდეტოს”

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სალი მუნტარიმ 2012 წელს „იუვენტუსის“ კარში არჩათვლილი გოლი გაიხსენა. განელი ამბობს, რომ იმ გოლით თამაშს მოიგებდნენ, მაგრამ დარწმუნებული არაა, რომ სკუდეტოს მოიპოვებდნენ. „კონტეს „იუვენტუსი“ გამარჯვებით მოწამლული იყო, საოცრად დარბოდნენ, სისხლი უდუღდათ, ასე, რომ სკუდეტოს მოგებაში დარწმუნებული მაინც არ ვარ, ის გოლი რომ ჩაეთვალათ და ის თამაში მოგვეგო. …

სრულად წაკითხვა »

ტრეზეგემ დაასახელა დაცვის დუეტი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ განაცხადა, რომ ფერნანდო კოუტუსა და სინიშა მიხაილოვიჩის დუეტის წინააღმდეგ თამაში მისთვის ყველაზე რთული იყო. „სერია A-ში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც მალდინი და კოსტაკურტა არიან, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან აგრესიული მცველები იყვნენ, მაგრამ ყველაზე საშინელი „ლაციოს“ დუეტთან, კოუტუ-მიხაილოვიჩის წყვილთან თამაში იყო. მე ბევრი ვიმუშავე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მილიკის ტრანსფერში ბერნარდესკის ჩართვას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლიდან“ არკადიუშ მილიკის გადაბირებითაა დაინტერესებული. მაუიციო სარის ცენტრფორვარდის დამატება იმდენად უნდა, რომ კლუბი მზადაა პოლონელის სანაცვლოდ ფედერიკო ბერნარდესკისაც შეელიოს. იტალიელი სარის გეგმებში არ ჯდება და ზაფხულში გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატია. ამიტომ, შესაძლოა მილიკის ტრანსფერში ჩართონ, მიუხედავად იმისა, რომ ფედერიკო გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მილიკი. იტალიური მედია ასევე არ …

სრულად წაკითხვა »