მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 319)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ოფიციალურად: ალვარო მორატა “იუვეს” ფეხბურთელია

ალვარო მორატა „იუვენტუსში“ ოფიციალურად დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტი გაფორმდა და ტურინელებმა ინფორმაცია დაადასტურეს. ესპანელი „იუვეში“ 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით დარჩება, მაგრამ მხარეებს საიჯარო კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაც შეეძლებათ. „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოს“ 9 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება. ალვარო „იუვეში“ კვლავ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, …

სრულად წაკითხვა »

მორატას სამედიცინო შემოწმება დასრულდა

ტურინის „იუვენტუსში“ ალვარო მორატას სამედიცინო შემოწმება დასრულებულია. ესპანელი ფორვარდი სულ მალე კონტრაქტს გააფორმებს და 4 წლის შემდეგ ისევ „იუვეს“ ფეხბურთელი გახდება. მორატა ტურინში იჯარით ითამაშებს, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა, ხოლო 2021 წელს ან 2022 წელს მის გამოსასყიდად „იუვენტუსს“ 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მთლიანობაში ტრანსფერის ფასი 55 მილიონ ევროს …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” პელეგრინი “ჯენოაში” გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ლუკა პელეგრინი „ჯენოაში“ გაანათხოვრა. ახალგაზრდა იტალიელი დღეს გენუაში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ლუკა გენუელთა რიგებში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ალექს სანდროს დუბლიორი ამ სეზონშიც მატია დე შილიო იქნება და ის ბაზრიდან მოხსნილია. რაც შეეხება პელეგრინის, „იუვენტუსმა“ შარშან იყიდა, მაგრამ იჯარით „კალიარიში“ დატოვა. როგორც ჩანს, …

სრულად წაკითხვა »

გალიანიმ პირლო შეაქო

იტალიური „მონცას“ გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა. „პირლოს ვუთხარი, რომ მალე გახდებოდა პირველი გუნდის მწვრთნელი, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს ჩვენი საუბრიდან სამ დღეში მოხდებოდა. ის მოედანზე იყო კარგი მწვრთნელი და სათადარიგო სკამიდანაც ასე იქნება. მან თავიდანდედიდი ნახტომი გააკეთა, სტარტიც კარი …

სრულად წაკითხვა »

ინძაგი: “პირლო შეცდომას თუ დაუშვებს, ფეხბურთელები გამოასწორებენ”

„ბენევენტოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მას ბრწყინვალე კარიერა ექნება. გარდა ამისა, „სუპერპიპომ“ ტურინულ გრანდს ალვარო მორატას ტრანსფერი მოუწონა. „ანდრეას კარგად ვიცნობ, ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. როდესაც ფეხბურთელის კარიერას ასრულებს და მწვრთნელობას იწყებ, ყველაფერი ძალიან იცვლება, მაგრამ 20 წელი დიდ მწვრთნელებთან მუშაობა გამოციდლებას გაძლევს …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “მაკკენი დავიდსს ძალიან ჰგავს, შესანიშნავი ტრანსფერია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ვესტონ მაკკენის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან ჰგავს ედგარ დავიდსს, რომელიც „იუვენტუსში“ 1997-2003 წლებში თამაშობდა. „შეიძლება ეს სარისკო შედარებაა, მაგრამ მაკკენი ძალიან მაგონებს თვისებებით დავიდსს და მან ძალიან კარგად ითამაშა. ფიზიკურად ძლიერია და კარგი ტექნიკაც აქვს, წელს არ იქნება „იუვეში“ დიდი ტრანსფერები, …

სრულად წაკითხვა »

მორატა სამედიცინო შემოწმებას სავარაუდოდ ხვალ გაივლის

„იუვენტუსში“ ლუის სუარესის ტრანსფერი ჩაიშალა, ურუგვაელი მადრიდის „ატლეტიკოში“ მიდის, რაც ალვარო მორატას ათავისუფლებს. ტურინში გადაწყვიტეს, რომ ედინ ჯეკოს არ დაელოდონ, რომლის გადმობარგება „რომაში“ არკადიუშ მილიკის გადასვლაზე იყო დამოკიდებული, თუმცა ეს გარიგებაც ჩიხში შევიდა. ამიტომაც, „იუვენტუსში“ გადაწყვიტეს, რომ ფსონი ალვარო მორატაზე გააკეთონ. ესპანელი სავარაუდოდ ტურინში დღეს ჩავა და ხვალ დილით J …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები “იუვე” – “სამპდორიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში გენუის „სამპდორიას“ დეიან კულუსევსკის, ლეონარდო ბონუჩისა და კრიშტიანუს რონალდუს გოლებით 3:0 მოუგო. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს. 1 -დეიან კულუსევსკის „იუვენტუსში“ სადებიუტო გოლის გასატანად ბურთთან 6 შეხება და კარში პირველივე დარტყმა ეყო. 2 – კულუსევსკი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია სერია A-ში, რომელიც 2000 წლის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მორატას დაიბრუნებს, სუარესი “ატლეტიკოში” გადავა

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა ალვარო მორატა დაბრუნდეს. მას შემდეგ, რაც ლუის სუარესის ტრანსფერი საბოლოოდ შეთანხმდა, ხოლო ედინ ჯეკოს „რომადან“ დამატება ჯერ კიდევ პრობლემურია, ტურინელებმა აქცენტი „ატლეტიკოს“ ფოვარდზე გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ მადრიდული გუნდი სწორედ ლუის სუარესს შეუთანხდა და გადაწყვეტილია, რომ ურუგვაელი „ატლეტიკოში“ გადავა. შესაბამისად, მორატას ადგილი დიეგო სიმეონეს გუნდში პრაქტიკულად არ დარჩება. …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “პირლო უდიდეს სიმშვიდეს გადმოგვცემს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ახალი სეზონი გოლით დაიწყო და „სამპდორიასთან“ (3:0) მატჩი შეაფასა. იტალიელი მცველის განცხადებით, პირლო დიდ სიმშვიდეს გადასცემს ფეხბურთელებს. „მოედანზე ახალი იდეებით გავედით და მატჩის ინტერპრეტაციის ახალი გზით, შეტევის სურვილით. გაგვიმართლა, რომ ვმუშაობთ გუნდში, რომელიც შედგება კაცებისგან, რომლებმაც იციან, როგორი უნდა იყვნენ გასახდელში, სადაც დიდი ჩემპიონები არიან …

სრულად წაკითხვა »